"დადასტურდა ინფორმაცია...ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა" - რას წერს 22 წლის ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი? - კვირის პალიტრა

"დადასტურდა ინფორმაცია...ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა" - რას წერს 22 წლის ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი?

თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოების შედეგად 22 წლის ლიკა ლაცაბიძის ცხედარი იპოვეს.

"დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს. ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ. ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა . მიყვარხარ ძალიან, ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი, ჩემს სიცოცხლეში მუდამ მეყვარები, ჩემო ძამიკო, გული მტკივა, ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო", - წერს გარდაცვლილი ბიჭის დეიდაშვილი მარიკო ოქროპირიძე.

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა პირის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.