"5 წლის ბიჭი აუზში ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... აუზი ერთი წამითაც არ დახურულა" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"5 წლის ბიჭი აუზში ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... აუზი ერთი წამითაც არ დახურულა" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­სინ ჩაქვში. სას­ტუმ­რო "ოა­ზის­ში" აუზ­ზე 5 წლამ­დე ბავ­შვი და­იხ­რჩო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიჭი დე­დას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა აუზ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"დახ­რჩო­ბის მო­მენ­ტი არა­ვის და­უ­ნა­ხავს. რო­გორც ყვე­ბი­ან, აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, თუ ბავ­შვი იხ­რჩო­ბო­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივბ­მა.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. მომ­ხდა­რის ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის აზრით, რომ არა კომ­პლექ­სუ­რი გულ­გრი­ლო­ბა, ახლა 5 წლის ბიჭი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

"დღეს ჩემი ფან­ჯრე­ბის წინ 5 წლის ბიჭი და­იხ­რჩო აუზ­ში, ჩაქვში - სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზის­ში….

- სას­ტუმ­როს, რომ თი­თო­ე­ულ აუზ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მაშ­ვე­ლე­ბი ჰყო­ლო­და, რომ­ლე­ბიც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­დნენ აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ას

- სას­ტუმ­როს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ პუნ­ქტი ჰყო­ლო­და, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის სწო­რად გა­კე­თე­ბა

- სას­წრა­ფო, რომ 30 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მო­სუ­ლი­ყო

- სას­წრა­ფოს, რომ თან ჰქო­ნო­და ინ­ტუ­ბა­ცი­ის აპა­რა­ტი და მხო­ლოდ ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბავ­შვის­თვის

პა­ტა­რა ბიჭი დღეს შე­იძ­ლე­ბა ისევ თა­ვის დე­დას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­მო­და..

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აუზი, სა­დაც 5 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო ერთი წა­მი­თაც არ და­ხუ­რუ­ლა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არ­ხე­ი­ნად გა­ნაგ­რძობ­დნენ ბა­ნა­ო­ბას…რა გვჭირს?? ეს ყვე­ლა­ფე­რიც მთავ­რო­ბას ხომ არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ?" - წერს თვითმხილ­ვე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ბავშვი დედასთან ერთად ისვენებდა...დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა"