თბილისში, 35 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო: "მორიგე ექიმმა დამძიმებული პაციენტი შეჩერებული ლიცენზიის მქონე ექიმს გადააბარა" - კვირის პალიტრა

თბილისში, 35 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო: "მორიგე ექიმმა დამძიმებული პაციენტი შეჩერებული ლიცენზიის მქონე ექიმს გადააბარა"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და პა­ცი­ენ­ტის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტებ­ზე ორი ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 2018 წლის 10 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, დე­და­თა დახ­მა­რე­ბის სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა "ნინო"-ს მო­რი­გე ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცო­და, რომ ერთ-ერთ ექიმს შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და "მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში" სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტი სამ­შო­ბი­ა­როდ და შემ­დგო­მი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის­თვის მას გა­და­ა­ბა­რა, თა­ვად კი პა­ცი­ენტს უშუ­ა­ლო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა აღარ გა­უ­წია.

მას შემ­დეგ რაც პა­ცი­ენ­ტმა იმ­შო­ბი­ა­რა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, ლი­ცენ­ზია-შე­ჩე­რე­ბულ­მა ექიმ­მა ვერ შეძ­ლო სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რის გა­მოც 2018 წლის 11 აგ­ვის­ტოს პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2018 წლის 10 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, დე­და­თა დახ­მა­რე­ბის სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა "ნინო“-ს მო­რი­გე ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცო­და რომ ერთ-ერთ ექიმს შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და "მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში“ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა, პა­ცი­ენ­ტი სამ­შო­ბი­ა­როდ და შემ­დგო­მი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის­თვის მას გა­და­ა­ბა­რა, თა­ვად კი პა­ცი­ენტს უშუ­ა­ლო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა აღარ გა­უ­წია.მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, ლი­ცენ­ზია-შე­ჩე­რე­ბულ­მა ექიმ­მა ვერ შეძ­ლო სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რის გა­მოც 2018 წლის 11 აგ­ვის­ტოს პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­რი­გე ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნელს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით), ხოლო მე­ო­რე პირს 246-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა.თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მე­ო­რეს 2 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge