ევროს გადარიცხვა ევროპაში მხოლოდ 7 ევროდ - რა პროდუქტებს სთავაზობს „პეისერა ბანკი საქართველო“ მომხმარებლებს? - კვირის პალიტრა

ევროს გადარიცხვა ევროპაში მხოლოდ 7 ევროდ - რა პროდუქტებს სთავაზობს „პეისერა ბანკი საქართველო“ მომხმარებლებს?

26 ივნისიდან საქართველოში სს „პეისერა ბანკმა საქართველომ“ ოპერირება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სს ,,პეისერა ბანკი საქართველო“ პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ციფრული ბანკის ლიცენზიით დაიწყო ოპერირება.

რა პროდუქტებს სთავაზობს სს „პეისერა ბანკი საქართველო“ მომხმარებლებს, რატომ არის მოსახერხებელი ციფრული ბანკით სარგებლობა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის, ჩვენს კითხვებს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ კომერციული დირექტორი ანა თურქაძე უპასუხებს.

ანა თურქაძე:

- როგორც პირველი ციფრული საბანკო ლიცენზიის მქონე ბანკი, სს „პეისერა ბანკი საქართველო“, მომხმარებლებს სთავაზობს ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო სერვისებით და პროდუქტებით სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს Paysera Super App-ის გამოყენებით ეძლევა შესაძლებლობა გახდეს ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, გახსნას და მართოს ანგარიშები ერთ სივრცეში.

ექსკლუზიურად, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ერთიანი ევრო გადახდის არეალის სისტემით (SEPA & SEPA Instant) ანგარიშსწორებას ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნებში (EEA). აღნიშნული სისტემა საქართველოს საფინანსო სექტორისთვის და ქვეყნის საგადახდო სისტემისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

SEPA & SEPA Instant სისტემა ევროში ანგარიშსწორებას ხდის მარტივს, იაფს და სწრაფს, რადგან ტრანზაქციები ხორციელდება ერთ სისტემაში, როგორც ლოკალური ანგარიშსწორება. SEPA და SEPA Instant გადარიცხვების საკომისიო მხოლოდ 7.00 ევროა. ყველანაირი დამატებითი საკომისიოს გარეშე. SEPA Instant, მყისიერი გადარიცხვები, ბენეფიციარამდე რამდენიმე წუთში აღწევს, სტანდარტული SEPA გადარიცხვები კი ბენეფიციარის ანგარიშზე საშუალოდ 2 სამუშაო დღეში აისახება.

ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნების გარეთაც ვინარჩუნებთ ექსკლუზივს ევროს გადარიცხვებზე და ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ საერთაშორისო გადარიცხვებს TARGET2 სისტემის გამოყენებით, რომელიც არის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 52,000-ზე მეტი ბანკი.

როგორც SEPA & SEPA Instan, ასევე TARGET2 სისტემით გადარიცხვების შესრულება ისეთივე მარტივია, როგორც ლარში ანგარიშსწორებისას.

- ანა, რომელ ვალუტებში შეძლებენ თქვენი კლიენტები თანხის გადარიცხვას?

- ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ გადარიცხვებს 20+ განსხვავებულ ვალუტაში, სხვადასხვა საერთაშორისო კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვაქციოთ საერთაშორისო გადარიცხვა ადგილობრივად. ყველა ვალუტაში გადარიცხვები სრულდება სწრაფად, მარტივად და იაფად.

განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს ისეთ ვალუტებში ანგარიშსწორებისას როგორიცაა: ბრიტანული ფუნტი, პოლონური ზლოტი, ნორვეგიული კრონი, შვედური კრონა, დანიური კრონა, ბულგარული ლევი, რუმინული ლეი, ჩეხური კრონა, ალბანური ლეკი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვალუტაში გადარიცხვების საკომისიო, ამავე ქვეყნებში ლოკალურ ვალუტაში გადარიცხვის საკომისიოს ტოლფასია.

ასევე განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისათვის ლარში ანგარიშსწორებისას. ბანკის გახსნიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლებისთვის ლარში გადარიცხვები სრულიად უფასო იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის.

ჩვენს მომხმარებლებს ასევე აქვთ განსაკუთრებული შეთავაზება თანხის კონვერტირებისასაც. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ხელსაყრელი კურსით 30+ ვალუტაში.

356841698-1287064271931059-5458313458395538086-n-1689930927.png

- გარდა გადარიცხვის დაბალი ტარიფებისა და სწრაფი ფულადი ანგარიშსწორებისა, კიდევ რით იქნება გამორჩეული სს „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე?

- როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ჩვენ როგორც ციფრული ბანკი, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ სახლიდან გაუსვლელად გახდნენ ჩვენი მომხმარებლები. მობილური ტელეფონის მეშვეობით, მარტივად, ჩამოტვირთონ Paysera Super App, გაიარონ რეგისტრაცია, სრული იდენტიფიკაცია და გახსნან ანგარიშები, რომელიც მოიცავს როგორც ლარის, ასევე ევროს და სხვა მულტისავალუტო ევროპულ ანგარიშებს, რომლითაც ჩვენს მომხმარებლებს ეხსნებათ გზა ევროპული საბანკო სერვისებით სარგებლობისკენ.

Paysera Super App-ის ან ინტერნეტ ბანკის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში ​განკარგოს ფინანსები, აწარმოოს გადარიცხვები, კონვერტაციები, გაუგზავნოს სასურველ მომხმარებელს თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა, მარტივად მოახდინოს გადახდილი თანხის გაყოფა შესაბამის პირებთან, შეიძინოს სხვადასხვა საბანკო პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად.

მიუხედავად სრულად დისტანციური მომსახურებისა, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ ჩვენს მომსახურების ცენტრს თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც მიიღებენ მაქსიმალურად ამომწურავ კონსულტაციას ჩვენს შეთავაზებებსა და პროდუქტებზე. ასევე, მოემსახურებათ სალარო, სადაც შეძლებენ ნაღდი ფულით ტრანზაქციების შესრულებას.

- რაც შეეხება იურიდიულ პირებს, რა სახის შეთავაზებები გექნებათ?

- გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებისა, იურიდიული პირებისთვის გვაქვს საინტერესო შეთავაზებები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა, მარტივად ინტეგრირებად API ფუნქციონალს, პროგრამულ გადაწყვეტილებებს მონაცემთა გაცვლისა და მართვისთვის. Paysera API იძლევა დროის რეალურ რეჟიმში ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას, მომხმარებლის საბუღალტრო, ფინანსურ სისტემასთან თუ ონლაინ მაღაზიაში API-ს ინტეგრაციით.

მაგალითად, ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ყიდიან სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებას, შეუძლიათ გაააქტიურონ ელექტრონული კომერციის ფუნქციონალი თავიანთ საიტზე, ჩვენს მიერ შეთავაზებული, მზა და მარტივად ინტეგრირებადი API-ს საშუალებით და დროის რეალურ რეჟიმში მიიღონ გადახდები. ასევე, რითეილერებს საშუალება აქვთ გაააქტიურონ QR კოდით გადახდების მიღების შესაძლებლობა მობილური პოსების მეშვეობით, რომელიც არის იაფი და ხელმისაწვდომი ალტერნატივა სტანდარტული POS ტერმინალით გადახდებისა.

იურიდიულ პირებს ასევე შეუძლიათ API ფუნქციონალის ინტეგრაციით საკუთარ საბუღალტრო სისტემიდან განახორციელონ პაკეტური გადახდები მარტივად და სწრაფად.

ასევე, ავტომატურად გადარიცხონ თანხა პირდაპირ საბუღალტრო სისტემიდან მათი Paysera ანგარიშის გავლით ნებისმიერ ბანკსა თუ სხვა სისტემაში.

API მეშვეობით დააგენერირონ ავტომატური შეტყობინებები სხვადასხვა ოპერაციების შესახებ; მისცენ თავიანთ მომხმარებლებს შესაძლებლობა მათ სისტემაში გაიარონ ავტომატური ავტორიზაცია, დამატებითი ველების შევსების გარეშე პეისერას პროფილის გამოყენებით.

სულ მალე დაგვემატება ღია ბანკინგის მომსახურებაც და შესაბამისი API, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

- ანა, მომხმარებელი, რომელსაც ევროპის ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან თანხას გადმოურიცხავენ პეისერას ანგარიშზე, განაღდებას როგორ შეძლებს?

- თანხის განაღდება პირველ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს მომსახურების ცენტრში იქნება შესაძლებელი, საკმაოდ შეღავათიანი განაღდების საკომისიოთი.

უახლოეს მომავალში ასევე დაგვემატება საგადახდო ბარათები, რომლის საშუალებითაც უკვე ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი თანხის განაღდება და გადახდა.

- ანა, ინტერვიუს დასასრულს გკითხავთ, დეპოზიტები, სესხები, განვადება, მსგავსი ტიპის შეთავაზებები თუ გექნებათ მომხმარებლებისთვის?

- დიახ, ეტაპობრივად აუცილებლად დაგვემატება როგორც სადეპოზიტო, ასევე სასესხო პროდუქტები, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ეს იქნება სამომხმარებლო, იპოთეკური სესხები, საკრედიტო ბარათები. ასევე, მომხმარებლებს შევთავაზებთ სადეპოზიტო პროდუქტების ფართო არჩევანს.

ეტაპობრივად სრულ და მრავალფეროვან საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

R