აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი - ლიზა ფრანკეტი დაიკავებს
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი - ლიზა ფრანკეტი, დაიკავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფრანკეტი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ს სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ აშშ-ს სენატი ლიზა ფრანკეტის კანდიდატურას დაამტკიცებს, ეს ისტორიული გადაწყვეტილება გახდება, რადგან შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ის პირველი ქალი იქნება.
ცნობისთვის, მანამდე ლიზა ფრანკეტი აშშ-ს მე-6 ფლოტის მეთაურის და ასევე დამრტყმელი ავიამზიდის მეთაურის თანამდებობებს იკავებდა.