"რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსული ძალების მიერ ქალქ ოდესაზე წუხელ განხორცილებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთის მომხრეობა უდრის სატანისტობას. როგორ წერია წმინდა წიგნში? ანტიქრისტე გამოაცხადებს თავს მხსნელადო? ვინ გამოაცხადა თავი მსოფლიოს განრყვნილებისგან მხსნელად? მართალი ხარ მრევლო - კირილმა და პუტინმა", - წერს ფანჯიკიძე

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსი, ორი არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი.