"ამ კონფლიქტმა აფხაზეთის მოსახლეობა 30 წელია სიბნელეში დატოვა... კონფლიქტის პროვოცირება რუსეთმა მოახდინა" - აფხაზი ბლოგერის სიტყვა ევროპარლამენტში: რა თქვა დაურ ბუავამ
დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას“ წარმომადგენელია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და თბილისში ცხოვრობს. ბუავა ევროპარლამენტში გამართულ პანელზე "მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ სიტყვით გაოვიდა.
შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურად მიესალმა და შემდეგ კი აფხაზეთს და კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ამ კონფლიქტმა აფხაზეთის მოსახლეობა, აფხაზი ახალგაზრდობა, 30 წელია სიბნელეში დატოვა, მწირი ინფორმაციაა. ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერიაო. მე აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე და ბევრი რამ გავიგე. მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია შეტანილი და გათანაბრებულია ქართულ ენასთან, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები კარგად არ არიან ინფორმირებულები. და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა - ეს იყო რუსეთი“, - თქვა ბუავამ.
ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ "21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, ორი ხალხი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ იყვნენ და საერთო ისტორიას ქმნიდნენ, ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ". გააგრძელე კითხვა