"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დასთან გამოსამშვიდობებლად თბილისში ჩამოვიდა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია
"დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული მარადიულია“ – ასე დაემშვიდობა გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე გარდაცვლის დას, მარიკუნა მიქატაძეს. საბერძნეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიკუნა სამშობლოში ხუთშაბათს ჩამოასვენებს და შაბათს დაკრძალეს.
დის გასვენებაში რუსეთიდან ჩამოვიდა გიორგი ფერაძე, რომელიც რუსეთში ცნობილი მსახიობია. მისი გამოჩენა წლების წინ, საზოგადოებისთვისაც ერთგვარი შოკი იყო.
ტრაგედია, რომელიც საზოგადოებას დღემდე ახსოვს
1985 წლის 19 მარტი თბილისში უმძიმესი ამბავი გავრცელდა. წინა დღეს, მსახიობი გია ფერაძე მეუღლესთან ირინა მიქატაძესთან ერთად გუდაურიდან თბილისში დაბრუნდა.
დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს... მსახიობი შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...
შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა... მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას...
ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა 11 თვის იყო... გოგონა ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ შვილივით გაზარდეს.
პატიმრობა
37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობმა 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.
ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გია ფერაძე გარდაიცვალა. მარიკუნა იმ დროისთვის უკვე 13 წლის იყო. არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი... მხოლოდ მამის დაკრძალვაზე გაუშვეს... გააგრძელეთ კითხვა