"ჩემოდნები ჩალაგებული იყო, გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ, გადაგიყრიო... ვიდეო რომ დადო, ძიძას ვეძებო, მაშინვე მივწერე" - ენი გასიევა ყიფშიძეების სახლიდან წამოსვლას იხსენებს
მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასიევას დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი "ოფენ ეარზე“ ახალგარზდა კაცს მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.
მართალია, ენიმ უკვე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ბოლო დროს ის და გიორგი ერთმანეთს ვერ უგებდნენ და დაშორების მიზეზიც ეს იყო, მაგრამ „ია ფარულავას კონვერტში“ დეტალურად ისაუბარა იმაზე, თუ რატომ დატოვა ყიფშიძეების სახლი.
ენი გასიევა:
- პომადით კოცნის ვიდეო რომ გავრცელდა, მე და გიორგი დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან მე მიყვარდა და მიყვარს და მასაც ვუყვარდი და ვუყვარვარ. ახლაც როგორც ადამიანი, ძალიან მიყვარს, ბევრი კამათის ფონზე ცოტა ვდისტანცირდით. ამ ვიდეოზე ჰქონდა გიორგის რეაქცია, არადა თორნიკეს ვუყურებ, როგორც ჩემ ძმას. ჩემს ცხოვრებაში ახალი მამაკაცი არ არის, მინდა ჩემ თავს მივხედო. გიორგი თორნიკეს არ იცნობს და ეს რომ ნახა, ვიდეო, მისთვის ძალიან შოკი იყო, ისე დაწერეს სტატიები.
მე და გიორგის სერიოზული მიზეზი არ გვქონია, რომ დავშორებულიყავით. იყო პრობლემები, რის გამოც დავიძაბეთ. ჩვენ ვცხოვრობდით ყიფშიძეების ოჯახში. ცალკე ცხოვრებაზე გვიფიქრია, მაგრამ იქაც კომფორტულად ვიყავით.
კვირანახევარია მაგ სახლიდან წამოვედი და ვცხოვრობ ჩემ დაქალთან, იქ ვერ წავიყვან ჩემ შვილებს, არ უყვარს ბავშვები. გიორგიმ რომ გადაწყვიტა, ძიძას ეძებს, ვიდეო ვნახე და მაშინვე მივწერე, ეს რა არის-მეთქი და ძველი დადებულიაო". (გააგრძელეთ კითხვა)