ხონის მუნიციპალიტეტში მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - კვირის პალიტრა

ხონის მუნიციპალიტეტში მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჯიხაიშში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

რა გახდა მიზეზი უცნობია, თუმცა მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

IPN