"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს? - კვირის პალიტრა

"მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა... კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - მსახიობი "ყარაბაღიდან", რომელიც ერთი ფილმით შეიყვარეს: როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს?

ფილ­მი „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ მწე­რალ აკა მორ­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ 2005 წლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა. ის რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძემ გა­და­ი­ღო.

ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, გიო და გოგ­ლი­კო არი­ან, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რის თხოვ­ნით აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­მო­სა­ტა­ნად მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. გზად ყვე­ლა­ფე­რი იბ­ნე­ვა და ისი­ნი სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. დაჭ­რი­ლი გოგ­ლი­კო რჩე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან, ხოლო გიო გა­და­დის სომ­ხე­ბის მხა­რეს...

გიოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე, სამ­წუ­ხა­როდ, 42 წლის ასაკ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც სამ­სა­ხი­ო­ბო წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ბოლო დროს ის გა­ურ­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქტს.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­გო­ბარს, მსა­ხი­ობ ჯანო იზო­რი­ას და კი­ნო­რე­ჟი­სორს, პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ ავ­ტორს ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფილ­მი აღ­მოჩ­ნდა ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხი­ო­ბო ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ­ლი­თაც მსა­ხი­ო­ბი ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა.

ჯანო იზო­რია:

- „გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში“ - ეს არის ერ­თა­დერ­თი კინო-ნა­მუ­შე­ვა­რი ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მეტი გაგ­რძე­ლე­ბა მის კა­რი­ე­რა­ში ამ კუ­თხით არც ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მი­ჭირს ჩემს ლე­ვან­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი და მისი ასე­თი სა­ხით გახ­სე­ნე­ბა...

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ფილ­მი, რაც ვახ­სე­ნეთ, ისე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან აი­ტა­ცა, სა­დაც ლე­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­უ­კე­თე­სო კი არა, სა­ოც­რე­ბა იყო.

მისი მე­გო­ბა­რი ვარ, ძმა­კა­ცი, ჯგუ­ფე­ლი, ერ­თად ჩა­ვი­რი­ცხეთ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მახ­სოვს, მშობ­ლე­ბი ერ­თად რო­გორ გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და იქი­დან მოვ­დი­ვართ.

გვქონ­და ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ჯგუფ­ში რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ლე­ვა­ნი ბრწყინ­ვა­ლე, კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მერე გა­რეგ­ნუ­ლა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ყო­ველ­მხრივ გა­მომ­ხატ­ვე­ლი. კარგ ოჯახ­ში და­ი­ბა­და - დედა - ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, მამა - ბა­ტო­ნი დევი, ძმა... უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი არი­ან...

- ასე­თი უნა­რე­ბის მსა­ხი­ო­ბი, ცუ­დია, რომ არ­ცერთ თე­ატ­რში არ იყო. რა­ტომ იკა­ვებ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე თავს?

- რა­ღაც არ უნ­დო­და, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი... არ ვი­ცით, ხვალ ვინ, რას, რო­გორ და რა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ... ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნდა, მას სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. რე­ა­ლო­ბას ზემგრძნო­ბი­ა­რედ აღიქ­ვამ­და... ამა­ვე დროს სა­ოც­რად ჯან­მრთე­ლი იყო, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის, ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლიც. კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში­სას, ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ტრავ­მა მი­ი­ღო, იდაყ­ვი მოხ­ვდა და ეგ ამ­ბა­ვი ცოტა გა­ურ­თულ­და... გააგრძელეთ კითხვა