"თავისი ერთადერთი შვილისთვის, მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, დედაა!"
"მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის - როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა... გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ ასეთი კომენტარები ორი დღეა არ წყდება, რაზეც სასაუბროდ ყოფილ პირველ ლედის - მაკა ჩიჩუას დავუკავშირდით...
- ეს ამბავი კომედიაა, გიორგი იცინოდა, რაღა 11-ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო, მე და გიორგიმ ძალიან ბევრი ვიშაყირეთ...
- ანუ, ამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ?
- რა თქმა უნდა, გვეცინებოდა! ასეთ ამბავში 11-ათასი დოლარის ქრთამად აღება, იმდენად ცოტაა, ეს თემა იმდენად არასერიოზულია, უაზრობა, რომ არც შეფასებას, არც კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ აუცილებელია... "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისეთ რამეს ამბობენ, მათთან დისკუსიაში შესვლა არც შეიძლება! როგორ უნდა ველაპარაკო ვინმეს ასეთ თემაზე, როგორიც არის გიორგისთან ასეთი საქმეების დაკავშირება?! ფულის გადახდა გიორგისთვის - ეს იმდენად დიდი აბსურდია, კომედიაა! თუმცა მათი ტვინი რომ ამ მდგომარეობაშია, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა!
- რა მოხდა რეალურად?
- გიული ალასანია ტელევიზიით გამოვიდა და ყველაფერი ძალიან ნათლად ახსნა... მან გარკვეულ პიარკომპანიას გადაუხადა საფასური, რომ ინფორმაცია მსოფლიოში მკაფიოდ გაეჟღერებინათ. იხილეთ სტატია სრულად