რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეებში მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის ინდოეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვიზიტს არ გამორიცხავს
რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეებში მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის ინდოეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვიზიტს არ გამორიცხავს. უშაკოვის კომენტარს რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“ოცეულთან” დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია. მოწვევა მივიღეთ… [ვიზიტს] არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა”, - განაცხადა უშაკოვმა.
"დიდი ოცეულის" სამიტი ინდოეთში სექტემბერშია დაგეგმილი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტთან დაკავშირებით, რომელშიც პუტინი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას, უშაკოვმა აღნიშნა, რომ “პუტინის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მკაფიო შეთანხმება არსებობს” სწორედ ამ ფორმატში მონაწილეობაზე.