"არა­ნა­ი­რი შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა და არ მე­ზა­რე­ბა" - რას წერს ემიგრაციაში მყოფი "ზუმბა"? - კვირის პალიტრა

"არა­ნა­ი­რი შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა და არ მე­ზა­რე­ბა" - რას წერს ემიგრაციაში მყოფი "ზუმბა"?

მუ­სი­კო­სი ზაზა კო­რინ­თე­ლი ("ზუმ­ბა") სა­ქარ­თვე­ლო­დან 2015 წელს წა­ვი­და. "ზუმ­ბამ" ემიგ­რა­ცი­ის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აირ­ჩია და მას შემ­დეგ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

მუ­სი­კო­სი ამე­რი­კა­ში თა­ვის ჯგუფ­თან ერ­თად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას ოკე­ა­ნის მიღ­მა აგ­რძე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას შემ­დეგ აღარ ჩა­მო­სუ­ლა, თუმ­ცა დღემ­დე უამ­რავ ადა­მი­ანს ახ­სოვს "ზუმ­ბას" სა­ფირ­მო ჰიტი "ვაშ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლო“ და "ზუმ­ბა­ლენდთან“ ერ­თად გან­ვლი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გზა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საც პოს­ტავს და აქა­ურ ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, წერს სა­კუ­თარ თავ­ზეც, ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში აქვს. სწო­რედ ამ თე­მას მი­უ­ძღვნა ერთ-ერთი ბოლო პოს­ტი.

ზაზა კო­რინ­თე­ლი:

- მიმ­დი­ნა­რე წლე­ბია ჯან­მრთე­ლად ვცხოვ­რობ, არ ვსვამ, არ ვე­წე­ვი, ნარ­კო­ტი­კე­ბიც ყო­ველ­თვის მე­ზი­ზღე­ბო­და, ტყუ­ილ­საც და ფუჭ, უაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ვერ ვი­ტან. ბო­ზებ­შიც არ დავ­დი­ვარ, ვერ ვკა­ი­ფობ ერთჯე­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ამ ბოლო დროს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­და და ახა­ლი ეტა­პე­ბი მოს­ჩანს ჰო­რი­ზონტზე. ამე­რი­კა­ში თავი ემიგ­რან­ტად არას­დროს მიგ­რძვნია. კა­ლი­ფორ­ნია, მი­თუ­მე­ტეს, ჩე­მია, მიყ­ვარს და სულ მთლად სახ­ლში ვარ. არა­ნა­ი­რი შრო­მა არ მე­თა­კი­ლე­ბა და არ მე­ზა­რე­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბაც მო­ვი­პო­ვე, პი­რა­დიც და ფი­ნან­სუ­რიც. სა­ერ­თოდ აღა­რა­ვი­სი ვალი აღარ მაქვს, სა­კუ­თარ სინ­დის­თა­ნაც პირ­ნა­თე­ლი ვარ. მომ­წონს, ვი­ნარ­ჩუ­ნებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და ალ­ბათ, ვე­ღარც დავ­თმობ ვე­ღა­რა­სო­დეს, თან საკ­მა­ოდ ძვირ­საც ვიხ­დი ამა­ში და მი­ღირს. ამ ეტაპ­ზე მყოფ­ნის, რაც გა­მაჩ­ნია.

ჩემს წილ ქარ­თულ საქ­მეს რაც შე­ე­ხე­ბა, ვთვლი, რომ კულ­ტუ­რის და ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას კვლა­ვაც მშვე­ნივ­რად ვე­წე­ვი. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნოს­ტალ­გი­აც აღარ მაქვს, უახ­ლო­ე­სი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მე­ნატ­რე­ბა მხო­ლოდ. ვცუ­რავ ხში­რად, წო­ნაც და­ვას­ტა­ბი­ლუ­რე, შა­ქა­რიც და წნე­ვე­ბიც.

ჯან­მრთე­ლად ვიკ­ვე­ბე­ბი და ვტეს­ტავ სხვა­დას­ხვა კუ­ლი­ნა­რი­ულ გე­მო­ებს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. ვხა­ლი­სობ და ვგიჟ­დე­ბი იუ­მო­რის ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი და ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბიც მყავს. ამ ბოლო დროს ვაკ­ვირ­დე­ბი და სა­მა­მუ­ლო წარ­მო­ე­ბის ნევ­რო­ზე­ბი და დეპ­რე­სი­ე­ბიც უკვე ვე­ღარ ძლე­ბენ ჩემ­თან, აღარც დრო მაქვს ამის­თვის, პრინ­ციპ­ში...

სი­ცო­ცხლე მი­ხა­რია და მინ­და ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დე ღირ­სე­უ­ლად და ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­ცხოვ­რო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ამე­რი­კას და თქვენ ყვე­ლას ამი­სათ­ვის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მი­ვა­ბი­ჯებ ადა­მი­ა­ნო­ბის­კენ და ადა­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­ვალ ჩე­მე­ულ გზა­ზე. მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ, ადა­მი­ა­ნე­ბო...მშვი­დო­ბა, ღირ­სე­ბა, უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლის და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რი მსოფ­ლი­ოს", - წერს მუ­სი­კო­სი.