"ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და ჩემს ოჯახზე სანამ რამეს იტყოდე, სჯობს დაფიქრდე" - ლენუკა ყიფშიძე ყოფილი რძლის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და ჩემს ოჯახზე სანამ რამეს იტყოდე, სჯობს დაფიქრდე" - ლენუკა ყიფშიძე ყოფილი რძლის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მე­სა­მე ცოლს ენი გა­სი­ე­ვას და­შორ­და. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ ენი "ოფენ ეარ­ზე“ ახალ­გარზდა კაცს მკერ­დზე კოც­ნი­და. მა­ლე­ვე ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ გან­მარ­ტა, რომ ენი მისი რძა­ლი აღარ იყო და გი­ორ­გი რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მე­უღ­ლეს და­შორ­და.

მარ­თა­ლია, ენიმ უკვე ისა­უბ­რა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, რომ ბოლო დროს ის და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს ვერ უგებ­დნენ და და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც ეს იყო, მაგ­რამ "ია ფა­რუ­ლა­ვას კონ­ვერ­ტში“ დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახ­ლი.

"პო­მა­დით კოც­ნის ვი­დეო რომ გავ­რცელ­და, მე და გი­ორ­გი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ერთ ჭერ­ქვეშ ვცხოვ­რობ­დით. ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, რად­გან მე მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს და მა­საც ვუყ­ვარ­დი და ვუყ­ვარ­ვარ. ახ­ლაც რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბევ­რი კა­მა­თის ფონ­ზე ცოტა ვდის­ტან­ცირ­დით... ჩემი ჩე­მოდ­ნე­ბი ისე­დაც ჩა­ლა­გე­ბუ­ლი იყო, ელო­დე­ბო­და რო­დის წა­მო­ვი­დო­დი. მა­შინ გი­ორ­გიმ მი­თხრა, თუ არ წა­ი­ღებ, გა­და­გიყ­რიო. მა­ნამ­დეც უთ­ქვამს მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი." - თქვა ენიმ.

ყო­ფი­ლი რძლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე.

"მა­გა­რი არე­უ­ლი გაქვთ რამ­სე­ბი. თვე­ე­ბია გა­შორ­დნენ. ეგ ერთი, ენი, ცოტა ნა­მუ­სი იქო­ნიე და ჩემს ოჯახ­ზე სა­ნამ რა­მეს იტყო­დე, ჩემო ლა­მა­ზო და კარ­გო, ჯო­ბია და­ფიქ­რდე, რა უნდა თქვა და მერე კი ბა­ტო­ნო, თქვი. ისე, ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად და­უ­ნა­ხა­ვე­ბი ვი­ყოთ, მე­ტად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით" - წერს ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ambebi.ge