"ფრთხილი ხასიათი რომ მქონდეს, ეს მოგონებები აღარ მექნებოდა"
როგორ უმკლავდება რთულ მომენტებს "ბედნიერი გოგო"
"ჩემს სახელს ან გვარს თუ ვერ დაიმახსოვრებენ, "ბედნიერი გოგო" ყველას ახსოვს", - ამბობს ნინი ზერეკიძე - გოგონა, რომელიც ტელემაყურებელმა "ნიკოს შოუდან" გაიცნო. რაზე ოცნებობს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა ვერ ისწავლა დღემდე და რა ახარებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"შრომისმოყვარე ვარ, იღბლიანიც. სულ ვცდილობ, რაღაც ახალი ვიპოვო, რაღაც ახალი გავიგო, მივაღწიო წარმატებას... ადამიანებს ცუდად ყოფნის უფლებას არ ვაძლევ, სტრესული მდგომარეობიდან გამომყავს. არაერთხელ უთქვამთ, ამ დროს ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყავი, არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდაო..."
"ხმამაღლა თუ მელაპარაკებიან, მიყვირიან, ეგრევე ცუდად ვხდები. ჩემი დამოკიდებულება ყველას მიმართ იმდენად დადებითია, სხვა რაღაც რომ ხდება, ვიძაბები: მეწყება კანკალი, ვეღარ ვსაუბრობ, სხეული მიბუჟდება. ერთი დაყვირებით კრუნჩხვებშიც კი ჩავვარდნილვარ. ამიტომ სულ ვიღიმი. მინდა ყველა იღიმოდეს და არავინ კამათობდეს. ეს მე შინაგანად ძალიან მანგრევს..."
"მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ამას ვეკითხები. სიყვარული ტანჯვასა და ბედნიერებას შორის არსებული შუალედია. ბედნიერი ხარ, როცა გიყვარს; ამ მდგომარეობას ცუდი პერიოდებიც აქვს, მაგრამ არსებობს საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ერთი წამი, რომლისთვისაც ყველაფრის ატანა ღირს..."
"ცხოვრებაში როგორი რთული პერიოდიც უნდა გქონდეთ, გაიღიმეთ! დადებითი განწყობა და ყველაფერში პოზიტივის ძებნა ყველაფერს ცვლის. მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, 100%-თ გულწრფელი ვიყავი. ბოროტება და შური ყველამ დავივიწყოთ და დავტკბეთ სიცოცხლით!.."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე