"ქალიშვილ გოგონებთან ურთიერთობა მოსწონდა" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა
პეტერბურგის დატოვების შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დატოვა თავისი მდიდრული სასახლეები, ბიზნეს-ცენტრები და მედია იმპერიები. პრიგოჟინის საქმეები მედიისთვის კვლავ საინტერესო თემაა და ჟურნალისტური გამოძიების საბაბი.
როგორც გამოცემა The Insider-მაგაარკვია, "პუტინის მზარეულს" ლტოლვა ჰქონდა "თითქმის სრულწლოვანი" გოგონების მიმართ. გამოცემა წერს, რომ პრიგოჟინს ერთგვარი "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი სასტუმროში, სადაც "პრიგოჟინისთვის განკუთვნილ გოგონებს ამყოფებდნენ".
"ვაგნერის“ მფლობელი უპირატესობას ანიჭებდა ქალწულ გოგონებს და თვლიდა, რომ მათთან ურთიერთობა "დაბერების პროცესს აფერხებდა".The Insider-მა შეძლო ერთ-ერთ გოგოსთან დალაპარაკება, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, "ქალწულობა პრიგოჟინს მიჰყიდა და ამას ძალიან ნანობს".
"ის ერთდროულად ბევრ გოგონას "უკვეთავდა“, თან ისეთებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ 18 წლის. სექსით პრეზერვატივის გარეშე კავდებოდა: თვლიდა, რომ ასე ენერგიას ცვლიდნენ და რომ ეს მხნეობას ჰმატებდა", - ამბობს სექსმუშაკთა "პროფკავშირების" წარმომადგენელი.
პრიგოჟინის გოგონებისთვის ნომერს სასტუმრო Solo Sokos Hotel-ში ჯავშნიდნენ. ზოგიერთი იქ დიდხანს ცხოვრობდა, ზოგიერთი კი (მათ შორის ქალწულები) მოჰყავდათ და მიჰყავდათ. გააგრძელეთ კითხვა