"ნაცებმა“ და "ქოცებმა“ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ - კი არ უნდა გაქრნენ, არა..." - რას აცხადებს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

"ნაცებმა“ და "ქოცებმა“ ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ - კი არ უნდა გაქრნენ, არა..." - რას აცხადებს გიორგი გახარია?

პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტშიც.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე.

"მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე „ოც­ნე­ბის“ და „ნა­ცე­ბის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უკვე იმ­დე­ნი ფაქ­ტია, პარ­ლა­მენ­ტშიც. აი, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი ერ­თად აირ­ჩი­ეს. "ქოლ­ცენ­ტრე­ბი" არის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან „ნა­ცე­ბი“ და „ქო­ცე­ბი“. "ქოლ­ცენ­ტრე­ბი" არის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რე­პუ­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე, რო­გორ შო­უ­ლო­ბენ მი­ლი­არ­დებს „ნა­ცე­ბიც“ და „ქო­ცე­ბიც“ და მერე გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, რომ კო­ა­ლი­ცია არ გვაქ­ვსო. შენ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს იყე­ნებ იმის­თვის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ძა­ლა­უფ­ლე­ბა გინ­და იმის­თვის, რომ ფული იშო­ვო, ფულს ვის­თა­ნაც შო­უ­ლობ, ის არის შენი ნამ­დვი­ლი პარტნი­ო­რი, ის კი არა, პარ­ლა­მენ­ტში ვის­თა­ნაც ოპო­ზი­ცი­ა­ში ხარ.

მთა­ვა­რია ფულს ვის­თან ერ­თად შო­უ­ლობ და ვის­თან ერ­თად იყოფ. ეს „ქოლ­ცენ­ტრე­ბი" არის ყვე­ლა­ზე კარ­გი, იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი „ქო­ცე­ბის“ და „ნა­ცე­ბის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის. თუ ასე არ არის, აბა ან ერ­თმა, ან მე­ო­რემ თვი­თონ და­ა­ი­ნი­ცი­რონ ამ კო­მი­სი­ის შექ­მნა. ამი­ტომ არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ უნ­დათ და ამ კო­მი­სი­ის შექ­მნა. ეს კო­მი­სია რომ შე­იქ­მნას, ერ­თმა­ნეთ­ზე მო­უ­წევთ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. ამ ორმა, ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო, დესტრუქ­ცი­ულ­მა ძა­ლამ, ერ­თად 50% ვერ უნდა გა­და­ლა­ხონ. კი არ უნდა გაქ­რნენ, არა, უნდა იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ 50% ვერ უნდა გა­და­ლა­ხონ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ უნ­დათ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი „ნაც­სა“ და „ოც­ნე­ბას“ შო­რის.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს „ნაცი“ რო­გორ ძა­ლა­დობ­და ფი­ზი­კუ­რად და კარ­გად ხე­დავს დღეს „ოც­ნე­ბა“ რო­გორ ძა­ლა­დობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ადა­მი­ან­მა არ­ჩე­ვა­ნი ხომ და­იმ­სა­ხუ­რა? ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც გა­ში­ნებს და გა­შან­ტა­ჟებს ფი­ზი­კუ­რი მო­ძა­ლა­დით. მერე გა­მოვ­ლენ და გე­ტყვი­ან ღირ­სე­ბა­ზე რა­მეს. ღირ­სე­ბაა ეს? ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ხდე­ბო­დეს სხვა­გან და სხვა დროს, შე­იძ­ლე­ბა კომ­პრო­მი­სებ­ზე გვე­ფიქ­რა. წი­თე­ლი ხა­ზე­ბი უკვე გა­დაკ­ვე­თი­ლია. ამი­ტომ ეგრე ვე­ღარ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.