"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები? - კვირის პალიტრა

"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები?

საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande დღეს დი­ლით ბა­თუმ­ში შე­მო­ვი­და. გემი 22 ივ­ლისს სო­ჭი­დან ახა­ლი მარ­შრუ­ტით გა­ემ­გზავ­რა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ჩე­რე­ბა­საც მო­ი­ცავს, - ამის შე­სა­ხებ რე­პორ­ტა­ჟი ტე­ლე­კომ­პა­ნია Россия 1-მა მო­ამ­ზა­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­ზე 850 მგზავ­რი, მათ შო­რის რუსი ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"მათ ტუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტეს და­მა­ტე­ბი­თი გა­ჩე­რე­ბა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტს შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დოს ინ­ტე­რე­სი რე­ი­სის მი­მართ. უფრო მე­ტიც, მგზავრს არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია Россия 1-ის რე­პორ­ტაჟ­ში.

კრუ­ი­ზი­დან ჩა­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ ბა­თუმ­ში და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ზე დას­მულ კი­თხვა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მათი ქვე­ყა­ნა ოკუ­პან­ტი არ არის, ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ არ სურთ.

"აფხა­ზე­თი ჩვენ თქვენ­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ, მათ გვთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა, თქვენ ტან­კე­ბით შეხ­ვე­დით იქ. ჩვენ ვნა­ხეთ ეს ტან­კე­ბი, მე ვი­ყა­ვი აფხა­ზეთ­ში და თა­ვად ვნა­ხე. ჩვენ არ დაგ­ვი­კა­ვე­ბია არც აფხა­ზე­თი და არც სა­ქარ­თვე­ლო. ოსე­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ მათ გვთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და და­ვეხ­მა­რეთ. რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი".

"ბო­ლოს 1978 წელს ვი­ყა­ვით ბა­თუმ­ში, ახლა ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი უნდა ვნა­ხოთ. სა­ქარ­თვე­ლო - ჩვენ ყვე­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ვართ, ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა. მე ძვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და იმ დრო­ით ვცხოვ­რობ".

"ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, რუ­სე­თი არ არის ოკუ­პან­ტი, მო­დით, აფხა­ზე­თი­სა და ოსე­თის პრობ­ლე­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ" - ამ­ბო­ბენ კრუ­ი­ზი­დან ჩა­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბი. მათ კო­მენ­ტა­რებს "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

იხილეთ ვიდეო