"რუსეთმა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, დიდი ფსონი, შესაძლოა, კვლავ „კამიკაძე“ დრონებზე დადოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, დიდი ფსონი, შესაძლოა, კვლავ „კამიკაძე“ დრონებზე დადოს"

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთმა, შესაძლოა, ფსონი „კამიკაძე“ დრონებზე დადოს, ამიტომ აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

ამის შესახებ იგნატმა მოწინააღმდეგის დაპირისპირების კონტექსტში შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის საჰაერო ძალების მომზადების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ უკვე გვაქვს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მტრის მიერ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენების გამოცდილება. ეს არის „კალიბრის“ და Х-101 და Х-555 ტიპის რაკეტები. ამ პერიოდში საწვავის და ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმებისას, დაახლოებით, 750 დრონი და 750 რაკეტა ჩამოაგდეს“, - აღნიშნა იგნატმა.

მისი განმარტებით, ეს არის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და რომ საუბარია სექტემბრიდან მარტამდე პერიოდზე.

„აშკარაა, რომ მტერს ახლა არ აქვს რაკეტების ამხელა რაოდენობა. გასაგებია, რომ ისინი ამზადებენ, მაგრამ არ შეუძლიათ აღადგინონ მთელი მარაგი, თუმცა, საჭიროა შესაბამისად მომზადება“, - აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთს თვეში დაახლოებით 100 რაკეტის წარმოება შეუძლია.

„ვფიქრობ, რუსეთი კვლავ დიდ ფსონს დადებს „კამიკაძე“ დრონებზე, რომელთა წარმოება უფრო იაფი და მარტივია, მაგრამ რაკეტებსაც დაამზადებენ და ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ჩვენი ამოცანაა, გავძლიერდეთ რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომელსაც პარტნიორები გვაწვდიან“, - აღნიშნა იგნატმა.

IPN