"სააკაშვილის ადმინისტრაციიდან დარეკეს, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო... ეგონათ, პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა" - შაკირას სტუმრობის უცნობი დეტალები
თბილისში, 2007 წლის 23 დეკემბერს შაკირამ რიყეზე კონცერტი გამართა. პოპულარული მომღერლის შოუზე დასწრება უფასო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სოციალური ქსელი პოპულარული არ იყო, ინფორმაცია მაინც გავრცელდა და იმ საღამოს რიყეზე 250 ადამიანი შეიკრიბა.
ეს იყო უნიკალური მოვლენა იმ პერიოდისთვის, მსგავსი მასშტაბის პოპ მომღერალი საქართველოს სტუმრობდა, მაგრამ მის ჩამოსვლას არაერთი სკანდალი ახლდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი ახალი მომხდარი იყო, ქვეყანაში პოლიტიკური მუხტი დუღდა, ამ დროს კი საქართველოში შაკირას სტუმრობა დაიგეგმა.
"ისთერნფრომოუშენსის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი ჩვენთან ინტერვიუში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კონცერტის დეტალებს იხსენებს და აქამდე უცნობ ამბებს გვიყვება.
- შაკირა საქართველოში 2007 წელს ჩამოვიყვანეთ, ეს იყო ძვირადღირებული პროექტი, მაგრამ როდესაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზეა საუბარი, რატომღაც არავინ ახსენებს ხოლმე. იმ პერიოდში ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ შაკირას ჩამოყვანა უნდოდა. ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. აქვე საიდუმლოდ გეტყვით, რომ იმ ადამიანს თავიდან რიკი მარტინის ჩამოყვანა უნდოდა, მაგრამ რიკი დედამ არ გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ ეს ხდებოდა ნოემბერში, ცოტა ხნით ადრე მომხდარი იყო ცნობილი პოლიტიკური მოვლენები.
თავიდან მეგონა მთავრობის შეკვეთა, ვიფიქრე, რომ ალბათ ხალხი რომ დამშვიდებულიყო, იმიტომ კეთდებოდა. დავიწყეთ შაკირასთან მოლაპარაკებები, ადვილად დაგვთანხმდა, მაგრამ სერიოზული მოთხოვნები გამოგზავნა, თან გარანტია მივეცით, რომ კარგად დავხვდებოდით.
ტექნიკური ჯგუფი ბალტიისპირეთიდან დაგვიკავშირდა, რიყეზე მაშინ არ არსებობდა სცენა, სადაც კონცერტი ჩატარდებოდა. ყველაფერი სატვირთო თვითმფრინავებით ჩამოვიდა, რადგან სხვანაირად ვერ ესწრებოდა. ამინდებიც ცუდი დაგვემთხვა, ქარიშხალი იყო, მუშებს ძალიან უჭირდათ სცენის აწყობა. ყველაფერი ნულიდან ავაწყეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული.
კონცერტი უფასო იყო, თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ ადამიანს შემოსვლა. საბოლოო ჯამში 250 ათასი კაცი დაესწრო, მთელი ბარათაშვილის ხიდი, აღმართი, მეტეხის ხიდი - სავსე იყო ხალხით, სხვათა შორის სომხეთიდან ჩამოვიდა უამრავი ადამიანი.
- საქართველოში მაშინ პოპულარული არ იყო სოცქსელები, როგორ გაავრცელეთ ინფორმაცია?
- ამაზე ჩვენ არ გვიზრუნია, მხოლოდ ჩამოყვანა გვეხებოდა. ზოგადად, ძალიან სასაცილო ამბავი იყო, როდესაც გადაწყდა შაკირას ჩამოყვანა და ეს ინფორმაცია გავრცელდა, მირეკავენ მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან, სასწრაფოდ რამე ქენით, კონცერტი არ უნდა ჩატარდესო. მე მეგონა იმათ იცოდნენ, ხალხსაც ასე ეგონა, რომ პრეზიდენტს ჩამოყავდა. გავგიჟდი, ვუთხარი, დაელაპარაკეთ ვინც არის დამკვეთი, ჩვენ რა შუაში ვართ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეგონათ, რომ ბადრი პატარკაციშვილს ჩამოჰყავდა, ნერვიულობდნენ, რადგან წინასააარჩევნო გარემო იყო. მერე გაირკვა, რომ ამ ადამიანს, ბიზნესმენს მთავრობის გამო ჩამოყავდა, უთხრა, ხომ დაგპირდით მაგარ ივენთს გავუკეთებ ქალაქსო. კაპიკი არ ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავიდან-ბოლომდე კონცერტი 4-5 მილიონი დოლარი დაჯდა. გააგრძელეთ კითხვა