”მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ზომბირებულია... ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აქ შემოსული ხალხის ნაკადის მიმართ" - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია რუსებზე, უკრაინულ მედიასთან საუბრისას? - კვირის პალიტრა

”მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ზომბირებულია... ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აქ შემოსული ხალხის ნაკადის მიმართ" - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია რუსებზე, უკრაინულ მედიასთან საუბრისას?

ყო­ფილ­მა "მარ­ტო­ხე­ლამ“ ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ისა­უბ­რა. "მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ზომ­ბი­რე­ბუ­ლია" - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მა­ქა­ცა­რი­ას მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოქ­ცე­უ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლავ ცდი­ლობს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გა­მარ­თლე­ბას.

უკ­რა­ი­ნუ­ლი შოუს "მარ­ტო­ხე­ლას" მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის მთა­ვარ­მა გმირ­მა ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რუ­სეთ­ზეც ისა­უბ­რა. მა­ქა­ცა­რი­ას თქმით, მას ჰყავს ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­გა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ომის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"ვფიქ­რობ, რუსი ერი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ამის ახ­სნა, თუ რა­ტომ მოხ­და ეს, არ არის სა­ჭი­რო. მყავს ნაც­ნო­ბე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხი, რომ­ლებ­საც რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი აქვთ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ისი­ნი სრუ­ლად უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნას, არ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ იმას, რა­საც პუ­ტი­ნი და მისი ბან­და აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­ქა­ცა­რი­ამ Slava Demin-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თუმ­ცა, მა­ქა­ცა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ომის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოქ­ცე­უ­ლი რუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა კვლავ პუ­ტი­ნის რე­ჟიმს უჭერს მხარს. მა­ქა­ცა­რია წი­ნა­აღ­მდე­გია იმის, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლოთ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა და ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­რეთ.

”მო­სახ­ლე­ო­ბის უზარ­მა­ზა­რი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ, არის ზომ­ბი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც რა­ღაც არ­გუ­მენ­ტე­ბით ცდი­ლო­ბენ ყვე­ლაფ­რის გა­მარ­თლე­ბას. მე მა­ინც ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს აქ შე­მო­სუ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დის მი­მართ. მინ­და, რომ ეს რო­გორ­მე და­რე­გუ­ლირ­დეს. ან არ ჰქონ­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის, კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ambebi.ge