Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია „ჰოლივუდის“ სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო გადაიდო - კვირის პალიტრა

Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია „ჰოლივუდის“ სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო გადაიდო

Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 18 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, „ჰოლივუდის“ სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო გადაიდო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2023 წლის ცერემონიის ახალი თარიღი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ეს Emmy-ს დაჯილდოების ცერემონიის გადადების პირველი შემთხვევაა ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანუ მას შემდეგ, როდესაც ცერემონია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, ამერიკის სცენარისტთა გილდიისა და კინომსახიობთა გილდიის წევრები გაფიცულები არიან. ეს ნიშნავს, რომ პროფკავშირებში გაერთიანებულებს არ შეუძლიათ საჯაროდ მუშაობა ან რაიმე აქტივობის განხორციელება, ამიტომ ისინი დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ გამოვლენ. ამერიკის სცენარისტთა გილდია და კინომსახიობთა გილდია ამჟამად ცდილობს მოლაპარაკებას კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსთან რიგ საკითხებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებზე.

IPN