ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა - კვირის პალიტრა

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა

ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იქით­კენ, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. ამავდრო­უ­ლად, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნი­სათ­ვის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვან­მა, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­სა­მე სა­კი­თხი, რა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმუ­შა­ვებს, არის უკ­რა­ი­ნას­თან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"მად­ლო­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ვი­ღე იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც დღეს ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას. მეც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ დღეს პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბა“ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას. რა თქმა უნდა, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც წინ ეღო­ბე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ რე­ჟი­მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უკვე 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რა თქმა უნდა, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბა არის მთა­ვა­რი წი­ნა­ღო­ბა დღეს იმ გზა­ზე, რა­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში. ამი­ტომ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იქით­კენ, რომ ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამავდრო­უ­ლად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნი­სათ­ვის და ამ პარ­ტი­ი­სათ­ვის. მე­სა­მე სა­კი­თხი ეს არის უკ­რა­ი­ნას­თან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბა. ეს უნდა იყოს ქვეყ­ნის ძა­ლი­ან სწო­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ამ თვალ­საზ­რი­სით, იმი­ტომ რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ლი­დე­რი და გამ­წე­ვი ძალა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სწრა­ფი ინ­ტეგ­რა­ცია მოხ­დეს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში. ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი. და­ვა­მა­ტებ, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" რი­გებ­ში იყო. მან პარ­ტია 2021 წელს და­ტო­ვა.