"28 ივლისი ჩემი მეორედ დაბადების დღეა! ეს დღე ჩემთვის ის ბედნიერებაა, რომელსაც ოცნება ერქვა" - რას წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"28 ივლისი ჩემი მეორედ დაბადების დღეა! ეს დღე ჩემთვის ის ბედნიერებაა, რომელსაც ოცნება ერქვა" - რას წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში?

ორი წლის წინ, ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ ისტორიულ ფაქტს ბექაური ორი წლის თავზე პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში:

"28 ივლისი ჩემი მეორედ დაბადების დღეა! ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს ისტორიის ნაწილი გავხდი, ამ დიდი და საამაყო ისტორიის, პატრიოტი ადამიანისთვის ეს ყველაფერს ნიშნავს და ეს ადამიანი მე ვარ! ეს დღე ჩემთვის ის ბედნიერებაა, რომელსაც ოცნება ერქვა, კიდევ ერთხელ მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ნიჭი, რითაც შემიძლია ვიაამაყო ჩემი ერი. გილოცავთ სრულიად საქართველოს, ამ დღეს, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების დღეა OLYMPIC CHAMPION LASHA BEKAURI!!!"- წერს ბექაური.

"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - რას ყვება 18 წლის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა