"რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე და ეს პერიოდი ერთად გავიარეთ... ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი" - ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე, მამობასა და გეგმებზე - კვირის პალიტრა

"რთული პერიოდი გვქონდა მე და ლიზას, რთული 9 თვე და ეს პერიოდი ერთად გავიარეთ... ლიზას არ უნდოდა, რომ მშობიარობაზე ვყოფილიყავი" - ირაკლი მაქაცარია მეუღლეზე, მამობასა და გეგმებზე

ქარ­თველ­მა პრო­დი­უ­სერ­მა ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ამ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტს და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ შეც­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ივ­ნის­ში პირ­ვე­ლად გახ­და მამა, პირ­ვე­ლი შვი­ლი 21 წლის მე­უღ­ლე ლიზა ჩი­ჩუ­ას­გან შე­ე­ძი­ნა.

სლა­ვა დი­ო­მინ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­ბე­და მა­მამ ისა­უბ­რა მა­მო­ბის პირ­ველ თვე­ებ­ზე, ასე­ვე მე­უღ­ლეს­თან ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია სი­ტყვე­ბით აღ­წე­რო ის რე­ა­ლუ­რი ემო­ცი­ე­ბი, რა­საც ვგრძნობ... მე ვეს­წრე­ბო­დი მშო­ბი­ა­რო­ბას, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და მე და ლი­ზას, რთუ­ლი 9 თვე ჰქონ­და, ამას ტოქ­სი­კო­ზი ჰქვია ხომ?

მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვცდი­ლობ­დით ერ­თად გაგ­ვევ­ლო. მაგ­რამ რას გა­ნიც­დის ქალი, რა ძნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან იწყებს ცხოვ­რე­ბას, იგ­რძნოს თა­ვი­სი ქა­ლუ­რო­ბა და შემ­დეგ ბავ­შვი, ყვე­ლა ეს პრო­ცე­სი და ცვლი­ლე­ბა საკ­მა­რი­სად რთუ­ლია” - ამ­ბობს მა­ქა­ცა­რია და დას­ძენს, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ასეთ მო­მენ­ტში მე­უღ­ლეს­თან ყოფ­ნა.

362268844-2479824352172746-829991785886446771-n-45888-1690628855.jpg

"მთე­ლი ეს 9 თვე ლი­ზას არ უნ­დო­და, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, უნ­დო­და მას­თან დედა ყო­ფი­ლი­ყო, მე კი გა­რეთ დავ­ლო­დე­ბო­დი. მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და: სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დით, მალე პა­ლა­ტა­ში მივ­ხვდით, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩა­ვიც­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­ლა­თი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი მის პა­ლა­ტა­ში. რო­დე­საც ლი­ზამ და­მი­ნა­ხა, ჩემი წას­ვლის დრო აღარ იყო." - იხ­სე­ნებს ის.

"ეს პრო­ცე­სი უზარ­მა­ზა­რი სტრე­სია... ეს არის უმ­წე­ო­ბის გან­ცდა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ბედ­ნი­ე­რე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა... ბავ­შვი რომ და­ვი­ნა­ხე, ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ვი­კა­ვე“, - აღი­ა­რა მა­ქა­ცა­რი­ამ. (გააგრძელეთ კითხვა)