"გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა" - გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - კვირის პალიტრა

"გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა" - გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

გლ­დან­ში ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის ორ­სუ­ლია. ამის შე­სა­ხებ "ტვ პირ­ვე­ლი" წერს. ქალს ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხა, როცა გზა­ზე გა­და­დი­ო­და და იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი "ტვ პირ­ველს" ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო და არც მარ­თვის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

"ჯერ ტრა­ი­ლერს და­ე­ჯა­ხა, გოგო მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­დი­ო­და და მერე იმას შე­აფ­რინ­და, რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა, მერე გა­ზის მი­ლებს და­ე­ტა­კა, ახალ­გაზ­რდა, ორ­სუ­ლი გოგო იყო, 25 წლის. უკა­ნა კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან ჩქა­რა მო­დი­ო­და, ფხიზ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, ვინც სა­ჭეს­თან იჯდა, მარ­თვის მოწ­მო­ბაც არ ჰქო­ნია", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. (წყარო)

ფოტო: ტვ პირ­ვე­ლი