"გლდანში, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი ენერჯი“ - კვირის პალიტრა

"გლდანში, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი ენერჯი“

გლდანში, მე-5 მიკრორაიონში ავარიის შედეგად დაზიანებული გაზის მილი გადაკეტილია და შესაბამისად, უსაფრთხოება სრულად დაცულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილის ენერჯი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.