"2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული, 80%-ის აღება სურს"
2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ასეთი შედეგის მიღწევა სხვადასხვა მეთოდით იგეგმება: “პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორატიული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.”
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ამისთვის “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო წლების მიღწევების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.” შესაძლოა, პუტინმა ამავე გამოფენაზე გამოაცხადოს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.