"ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც, ვიღაცას აუღია და გაუთიშია" - რას წერს ავარიის შედეგად გარდაცვლილი ორსული გოგონას ძმა?
გლდანში ავარიის შედეგად 25 წლის ორსული ნათია ამარიანი დაიღუპა. მას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქვეითად გადაადგილდებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგონამ ტელეფონი დაიკარგა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
"ყურადღებას მოვითხოვ, ჩემი და და ოჯახის წევრი შეეწირა ამ ამბავს, მადლობა ყველას, თქვენი დახმარება დამჭირდება, ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც, ვიღაცას აუღია და გაუთიშია, ტელეფონზე არაა საუბარი. უბრალოდ ბევრი სურათი და ვიდეო მასალა იყო მაგ ტელეფონში ჩემ დასთან დაკავშირებელი.
არ გაატაროთ. შეიძლება ვიღაცამ იპოვა ეგ ტელეფონი iphone 11 შავი. თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო. მადლობა ყურადღებისთვის" - წერს გარდაცვლილი გოგონას ძმა.
ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი ორსული და რას ჰყვებიან მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები?