"ტოპ ოცეულში გადავედი და პირველ ადგილზე ვარ" - ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს - კვირის პალიტრა

"ტოპ ოცეულში გადავედი და პირველ ადგილზე ვარ" - ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს

ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში Opening Act მონაწილეობს. ნინი ამბობს, რომ საკუთარ ჯგუფში, ტოპ ოცეულში პირველ ადგილზეა. ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი ტოპ 15-ში მოხვედრაა.

"რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ხმის მიცემა. ტოპ ოცეულში გადავედი და პირველ ადგილზე ვარ. არის ჯგუფები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რადგან გასაიდუმლოებულია. შემდეგი ეტაპია ტოპ 15-ში მოხვედრა, შემდეგ 10-ში, მერე გაიმართება ნახევარფინალი და ფინალი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაქვს ბმული, სადაც უნდა გადახვიდეთ, გაიაროთ ვერიფიკაცია და ხმის მიცემა უფასოდ შეგეძლებათ 24 საათში ერთხელ. ერთი კვირის მანძილზე გაირკვევა ტოპ 15-ის ვინაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს, ვეცდები, მაქსიმალურად გასახელოთ”, – ამბობს ნინი შერმადინი "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში.