„ჩინეთი შეიძლება საქართველოზე რუსული გავლენის იდეალური დამბალანსებელიც კი გახდეს“ - კვირის პალიტრა

„ჩინეთი შეიძლება საქართველოზე რუსული გავლენის იდეალური დამბალანსებელიც კი გახდეს“

"ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი", - ასე შეაფასა საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსთა ნაწილი შიშობენ,­ რომ შესაძლოა ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ამერიკისთვის, დასავლეთისთვის, არაჯანსაღი რიტორიკის საფუძველი გახდეს. ზოგიერთი ვერ ხედავს სივრცეს, სადაც ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად დავახლოვდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რა იგულისხმება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში. ამ და სხვა საკითხებზე ბლოკჩეინის სამართლის სპეციალისტი, ტექნოლოგიური სუვერენიტეტის ექსპერტი ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება:

- მსოფლიო იცვლება და სივრცე­ იმხელა­ ჩნდება, რომ ამის დაუნახაობა მხოლოდ სტერეოტიპულ არეალში ჩარჩენაზე მეტყველებს. 2016 წელს მე ვურჩიე პრეზიდ­ენტ­ მარგველაშვილს გააქტიურებულიყო ჩინეთის მიმართულებით და ეს სასაცილოდ­ არ ეყო. ევროკავშირი და მისი წევრების ნახევარზე­ მეტი ჩინეთთან სტრატეგიულად თანამშრო­მლობენ. ალბათ,­ ზოგს სიტყვა "სტრატეგი­ული" აბნევს და აუცილებლად მიაჩნია ის მხოლოდ სამხედრო­ ჭრილში განმარტოს. არადა, სტრატეგიუ­ლია პარტნიორობა მაშინაც კი, როცა ის ეხება ეკონომიკას, ტექნოლოგიებს, რა თქმა უნდა, ეხება პოლიტიკასაც.­ ზოგიერთ ჩვენს ახლო პარტნიორ ქვეყანას ევროპაში ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა­ აქვს ჩინეთთან, ანუ ამაში პოლიტიკაც იგულისხმება­. ამის საფუძველი კი არაერთია, დაწყებული გაეროს უშიშროების საბჭოთი, სადაც ჩინეთი მუდმივი­ წევრია, და დამთავრებული საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ხიდის როლის შესრულებით აზიის რეგიონში, სადაც ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, უცნობია. აზია, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, დღეს იმდენად წინ არის წასული, იმდენი საინვესტიციო შესაძლებლობა აქვს, რომ მისი გამოუყენებლობა დიდი შეცდომაა. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ტექნოლოგია პოლიტიკა არაა. მათ ვურჩევ გაიხსენონ, როგორ სასწრაფოდ ჩაფრინდა ტაივანში ნენსი პელოში, სენატის სპიკერი, როდესაც ჩიპების ქარხნებს საფრთხე დაემუქრა. ნახეთ, რას ამბობს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლეგარდი: "2023 წლის ოქტომბერში­ გადავწყვეტთ, შემოვიღოთ თუ არა ციფ­რული ვალუტა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ერთ დღეს "მეტამ", "გუგლმა", "ეფლმა"­ ან "ამაზონმა" არ გამოუშვან ვალუტა და არ დაემუქროს საფრთხე ჩვენს სუვერენიტეტს". ამ ერთი წინადადებით ნათელია, თუ რამხელა ძალაუფლება აქვს დღეს ტექნოლოგიებს, და რეალურად პოლიტიკა დღეს სწორედ ტექნოლოგიებია. ჩინეთი ამ მხრივ ლიდერია, რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან?

- მაგრამ ესადაგება ჩვენი დეკლარირებული საგარეო კურსი ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების სურვილს და შესაძლებელია თუ არა ჩინეთი ევროკავშირთან ურთიერთობის საპირწონე გახდეს?

- თავად­ ნატოსა და ევროკავშირს აქვთ სტრატეგიული­ პარტნიორობა ჩინეთ­თან. მე პირიქით ვფიქრობ, ურთიერთობებს­ ხელს კი არ შეუშლის, შეუწყობს კიდეც. ჩინე­თ­­თან მჭიდრო ურთიერთობას შეუძლია საქართველ­ოს შესძინოს დამატებითი­ სტრატეგიული ღირებულება. ასეთი ურთიერთობებისთვის საფუძვლის ჩაყრა ეროვნული­ სტრატეგიული ღირებულების დამატებითი­ გამაძლიერებელი მექანიზმია, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სა­ტრანზიტო თვალსაზ­რისით. ჩინეთის­ ლიდ­ერმა­ გაზაფხულზე წარმოადგინა გლობალ­ური ცივილიზაციური­ ინიცია­ტივა,­ რომლის ოთხივე პუნქტი მსო­ფლიოს ახლებურ ხედვაზე აკეთებს აქც­ენტს. ხაზგასმულია გლობალური ფინანსური კრიზისის საკითხიც, მათ შორის გლობალური ფინანსური სისტემის არასტაბილურობაც, კერძოდ, "სილიკონის ველის ბანკისა" და ჩრედიტ­ შუისსე-თან დაკავშირებუ­ლი პრობლემების სახით. ამასთან, დასავლური ცალსახოვანი ღირებულებითი და იდეოლოგიური პოლიტიკისგან ჩინეთი მსოფლიოს სთავაზობს ცივილიზაციური განსხვავებების პატივისცემას, რაც გამორიცხავს იდეოლოგიური სტერეოტიპების თავს მოხვევას. ამდენად, ჩინეთი პოლიტიკური ადაპტირების გაცილებით მოქნილ მექანიზმს სთავაზობს პარტნიორ ან პოტენციურ პარტნი­ორ ქვეყნებს, რაც კომფორტული უნდა იყოს ბევრი, მათ შორის საქართველ­ოს მსგავსი ქვეყნისთვის. ჩინეთი შეიძლება საქართველოზე რუსული გავლ­ენის იდეალური დამბალანსებელიც კი გახდეს­. არც ერთი ქვეყანა­ არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსე­თი და არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა­ გავლენა რუსეთზე, როგორც ჩინეთს... პრობლემა წარმოიშობა­ მაშინ,­ როდესაც საქართველოს მოუ­წევს­ ჩინეთის მიმართ დასავლეთის გადაწყვე­ტ­ილებებზე,­ საგარეო პოლიტიკურ დეკლარაციებზე მიერთება-არმიერთების საკითხის განხილვა... დააკვი­რ­დით, რას ამბობს­ ასოცირების შეთანხმ­ება­: მისი მიზანია, "ეკონომიკური ინტე­გ­რ­აცია და პოლიტიკური დაახლოება".­ პოლი­ტიკური დაახლოება­ და არა ინტეგ­რ­აცია, ამდენად, ამ ეტაპზე, ვიდრე საქარ­თ­ვ­­ელო ევროკავშირის წევრი არ გახდება,­ შე­ზღუდვები არ იმოქმედებს,­ განსხვავებით წევრი ქვეყნებისგან, რომლებიც­ ევროკავშირის ხელშეკრულებით, ვალდებული არიან, გაითვალისწინონ ევროკავშირის­ მიზნები­ თავიანთი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას...

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ,­ რომ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი ციფრული ვალუტის შესახებ კანონმდებლობას და 1-ლი აგვისტოდან დაიწყება რუსული ციფრული­ ვალუტის შემოღება. შესაძლებელია პუტინმა ციფრული ვალუტის საშუალებით გვერდი აუაროს სანქციებს და ამისთვის საქართველოც გამოიყენოს?

- ამ ვალუტას, და საზოგადოდ, კრიპტოვალუტას, რუსეთი ნამდვილად გამოიყენებს სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვენ საფრთხე იმ შემთხვევაში­ დაგვემუქრება, თუ რუსეთის ეროვნული ციფრული­ ვალუტა ინტეგრირდება საქართველოში, ან ნებადართული იქნება მისი გამოყენება. ეს გამოიწვევს აშკარა დაპირისპირებას დასავლეთთან და მოსალოდნელია სანქციებიც­. პრობლემას ქმნის ისიც, რომ უამრავი რუსეთის მოქალაქეა საქართველ­ოში. ბუნებრივია­, ისინი შეეცდებიან ამ ვალუტის გამოყენებას. უამრავი რუსი ტექნოლოგისტია საქართველოში, რომლებიც ჩვენს საბანკო სისტემას კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და განაღდების­ მიზნით იყენებენ. რუსულ სოცქსელებში ამის უამრავი­ რეკლამაა.­ სხვა მხრივ პუტინი­ რუსეთში რას გააკეთებს, არ უნდა გვადარდებდეს...

- რუსეთი ახალ-ახალ­ დაბრკოლებებს გვიქმნის ევროინტეგრაციის­ გზაზე. ამასთან, იძაბება ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პოლიტიკოსებს შორის. ამ რეალობის გათ ვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის მიღების რა პერსპექტივა გვაქვს?

- საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული განცხადებები, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებს ოპოზიცია, უკავშირდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და არა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს. ეს არის არა ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადებები,­ არამედ კონკრეტული პირების კრიტიკა. ამიტომ, არა მგონია, ევროკავშირი ასეთ საკითხებზე­ დაწვრილმანდეს. რა თქმა უნდა, ჯობს კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანა უფრო კორექტულად იქცეოდეს, თუმცა ეს ეხება ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს... მეორე და უფრო მნიშვნელოვანი საკი­თხი­ არის ის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომე­ლიც უნდა გადადგას ქართველი ხალხის გულის მოსაგებად. მოგეხსენებათ, ევროკავშიIრის საგარეო პოლიტიკა ემყარება ისეთ პრინციპს, როგორიც არის პერსპექტივის გაჩენა პარტნიორი ქვეყნებისთვის, სწორედ ასეთი პერსპექტივაა კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე წლის წინ ასეთი პერსპექტივა იყო ასოცირების შეთანხ­მება, შემდეგ იყო უვიზო მიმოსვლის შეთანხმება­ და ახლა იქნება კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძLლოა ისეთ ფაქ­ტორზე იყოს დამოკიდებული, როგორიცაა­ რეკომენდაციების არასათანადოდ შესრულება. კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება ევროკავშირისთვისაც პრინციპული­ საკითხია, რადგან უარი სტატუსზე ქვეყანაში გამოიწვევს ევროატლანტიკური მისწრაფებე­ბისა და განწყობების შემცირებას, რასაც­ ანტიდასავლური ძალები სათავისოდ გამოიყენებენ... ვფიქრობ, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს დღეს ევროკავშირსაც ისევე სჭირდება, როგორც საქართველოს.­ დიდი ალბათობით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ხათუნა ბახტურიძე