"მესიამოვნა, როცა პრეზიდენტმა სიმ გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი" - პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა - კვირის პალიტრა

"მესიამოვნა, როცა პრეზიდენტმა სიმ გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი" - პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

"კი­დევ ერთხელ ვუხ­დი გულ­წრფელ მად­ლო­ბას პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინ­სა და მის მთავ­რო­ბას, პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის ღვაწ­ლის აღი­ა­რე­ბის­თვის და ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რათა ხაზი გა­ეს­ვას ჩვენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის ბი­უს­ტის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლის, ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის იდე­ის ერ­თგუ­ლე­ბა.

garibashvili-1690728911.jpg

"ჩი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლევ, პრე­ზი­დენ­ტო, პრო­ფე­სო­რე­ბო, თავ­მჯდო­მა­რევ, ძვირ­ფა­სო სტუმ­რე­ბო, ბა­ტო­ნო ელჩო, მეც­ნი­ე­რე­ბო და სტუ­დენ­ტე­ბო, ნება მო­მე­ცით, სა­უ­ბა­რი და­ვი­წყო იმით, თუ რამ­დე­ნად მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი­სად­მი, მე და ჩემი დე­ლე­გა­ცია ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში და ჩენგდუ­ში სა­ზა­ფხუ­ლო მსოფ­ლიო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე რომ მოგ­ვიწ­ვია. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და თბი­ლი დახ­ვედ­რის­თვის. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ უსა­ზღვროდ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამი­ე­რი­დან ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახალ, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნემ­დე ამაღ­ლდა.

უსა­ზღვრო სი­ა­მა­ყი­თა და სი­ხა­რუ­ლით შე­ვიკ­რი­ბეთ დღეს პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის სკულპ­ტუ­რის გახ­სნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. უნდა გან­ვა­ცხა­დო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მე­სი­ა­მოვ­ნა, როცა პრე­ზი­დენტ სის­თან შეხ­ვედ­რი­სას მან თა­ვის გა­მოს­ვლა­ში გუ­ლი­თა­დად მო­იხ­სე­ნია ჩვე­ნი დიდი პო­ე­ტი შოთა რუს­თა­ვე­ლი.

გულ­წრფელ მად­ლო­ბას ვუხ­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ფას­და­უ­დე­ბე­ლი მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ეს შემ­თხვე­ვა ადას­ტუ­რებს ჩვენს ორ ერს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და პა­ტივს სცემს იმ მდი­დარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც აქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ჩი­ნეთს.

XII სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის შოთა რუს­თა­ვე­ლის მიერ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი ღვაწ­ლი უდი­დე­სია და ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნად აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი ეპი­კუ­რი პო­ე­მა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რია, არა­მედ მე­გობ­რო­ბის, სიბ­რძნის, ადა­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის დას­ტუ­რიც არის. ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც სცილ­დე­ბა სა­ზღვრებს, ენებ­სა და სა­უ­კუ­ნე­ებს, რო­მე­ლიც რე­ზო­ნან­სუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის აქაც - ჩი­ნეთ­ში.

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღე­ვან­დე­ლი ცე­რე­მო­ნია სიმ­ბო­ლოა ჩვე­ნი ერე­ბის მზად­ყოფ­ნი­სა, მი­ი­ღონ ერ­თმა­ნე­თის მხატ­ვრუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ხელი შე­უ­წყონ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას და ხაზი გა­უს­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ძა­ლას. დღეს ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლის, ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის იდე­ი­სად­მი.

ეს კავ­ში­რი უკვე დამ­ყარ­და და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ქარ­თველ­თა შო­რის მზარ­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი არ­სე­ბობს ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ენის მი­მართ. სწო­რედ ეს მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ქმნის ძლი­ერ სა­ფუძ­ველს ადა­მი­ან­თა შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაც­ვლის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

ამ კონ­ტექ­სტში, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმ სა­სი­ცო­ცხლო როლს, რო­მელ­საც ას­რუ­ლე­ბენ კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ და აქ­ტი­უ­რად უწყო­ბენ ხელს ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ენის გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ მზად ვართ გა­ვაგ­რძე­ლოთ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რა და გან­ვი­თა­რე­ბა.

chineti3-1690728822.jpg

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დიდი ხა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, მათ შო­რის, ძვე­ლი ენე­ბის შეს­წავ­ლის მხარ­და­ჭე­რა შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში; აგ­რეთ­ვე, პრო­ფე­სი­ულ, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის პირ­და­პი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა, სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებს შო­რის.

ჩვე­ნი ვი­ზი­ტის დროს, მო­ხა­რუ­ლი ვართ ხელი მო­ვა­წე­როთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს - ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს სა­ქარ­თვე­ლოს და­წყე­ბით და სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში ერ­თობ­ლი­ვი ჩი­ნუ­რი ენის გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მჯე­რა, რომ ეს დი­დად შე­უ­წყობს ხელს ჩვენს მი­ზანს, გაღ­რმავ­დეს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ჩვენს ერებს შო­რის.

კი­დევ ერთხელ ვუხ­დი გულ­წრფელ მად­ლო­ბას პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინ­სა და მის მთავ­რო­ბას, პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის ღვაწ­ლის აღი­ა­რე­ბის­თვის და ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რათა ხაზი გა­ეს­ვას ჩვენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას. იმე­დი მაქვს, რომ ეს ქან­და­კე­ბა იქ­ნე­ბა შთა­გო­ნე­ბა ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის და წა­ა­ხა­ლი­სებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, პო­ე­ზი­ი­სა და ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ენის უზარ­მა­ზა­რი სამ­ყა­როს შეს­წავ­ლას.

chineti-1690728751.jpg

დაე, ეს ქან­და­კე­ბა იდ­გეს მყა­რად რო­გორც მე­გობ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლო, და იყოს მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს უფრო ნა­თე­ლი და ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­კენ. დიდი მად­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ტუან ფენ­გიმ და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ უ იენ­მა. პე­კი­ნის ენი­სა და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის ბი­უს­ტის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუ­დენ­ტებ­მა კულ­ტუ­რუ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბი წა­რად­გი­ნეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.