"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე - კვირის პალიტრა

"ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... მეუბნებოდა, ჩემი უჯრედი ხარო, იკითხავდა - ირინა სად არის? და... " - რას ჰყვება ირინა ბათიაშვილი მამაზე და მათ განსაკუთრებულ მამა-შვილობაზე

ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას და ცნო­ბილ მა­მას, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მამა-შვი­ლო­ბა აქვთ. ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ პო­ლი­ტი­კო­სი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იუ­რისტ ქა­ლიშ­ვი­ლან ერ­თად "იმედ­ზე" გა­და­ცე­მა "ოჯა­ხო­ბა­ნას“ ეს­ტუმ­რა.

ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი:

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მამა-შვი­ლო­ბა გვაქვს. იცით, მა­მას რამ­დე­ნი რამე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ჩემი და­ბა­დე­ბის დროს აფხა­ზე­თის ომი იყო და ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, შინ რომ ბრუნ­დე­ბო­და, იკი­თხავ­და ხოლ­მე, - ირი­ნა სად არის? და მი­თო­ლო­გი­ი­დან ამ­ბებს მიყ­ვე­ბო­და.

ისე­თი ემო­ცი­უ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, შენ ჩემი უჯრე­დი და ნა­წი­ლი ხარო. რომ გა­ვი­ზარ­დე, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ყო­ველ­თვის ვიცი, რომ დედა და მამა გა­ნუ­ყოფ­ლე­ბი არი­ან. ყო­ველ­თვის მე­ი­მე­დე­ბა, ვიცი, რომ ჩემი კლდეა.

მამა მკაც­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ვგიჟ­დე­ბი მას­ზე და ყო­ველ­თვის კარ­გად მქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სი­ა­მა­ყე, რომ ვარ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის შვი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან სა­დაც მით­ქვამს რომ ირაკ­ლის შვი­ლი ვარ, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი ხალ­ხის­გან, მად­ლი­ე­რე­ბას, მე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ, რომ რამ­ხე­ლა რა­ღაც მოგ­ვა­პო­ვე­ბი­ნა მა­მა­შენ­მა და მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა, სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა...

ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერ­დნენ, რო­დე­საც მამა და­ი­ჭი­რეს, გა­დავ­წყვი­ტე, რომ იუ­რის­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი." (წყარო)