"ჯორჯია, ქვარასხელია... სიყვარულის მაგია იგრძნობა მაშინვე, როგორც კი საქართველოს ახსენებ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ნეაპოლიდან?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ნეაპოლში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ნეაპოლელები ქართველების მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ:
"ნაპოლიში მარტო იმიტომ ჩამოხვიდეთ, რომ ტაქსის მძღოლმა შეჰყვიროს, ჯორჯიააა, ქვარასხელიაა:)
სხვაა შორიდან, აქ სხვა სიგიჟე ყოფილა. ამათი სიყვარულის მაგია იგრძნობა მაშინვე, როგორც კი საქართველოს ახსენებ.
ყველა ელჩზე და ხელისუფალზე (ერთად აღებული) მეტი საქმე გააკეთა მისი ქვეყნისთვის. და გულწრფელი მადლობა მას იმ ემოციებისთვის, რასაც ყველა ქართველი იღებს ნაპოლის ქუჩებში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.