ექსტრემალი, რომელიც მაღალსართულიანი შენობების კედლებზე ცოცავდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ექსტრემალურ სპორტში სახელგანთქმული რემი ლუსიდი ჰონგ-კონგის 68-სართულიანი შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ლუსიდი ინტერნეტში რემი ენიგმას სახელითაა ცნობილი.
30 წლის ფრანგი მამაკაცი ჩამოვარდნამდე Tregunter Tower-ის კომპლექსზე ცოცავდა, - იტყობინება South China Morning Post-ი.
ჰონგ-კონგის ოფიციალური პირების თქმით, ლუსიდი შენობაში საღამოს 6:00 საათზე მივიდა და დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ მე-40 სართულზე მეგობარს სტუმრობდა. უსაფრთხოების ოფიცერმა მისი დაკავება სცადა მას შემდეგ, რაც ლუსიდის სავარაუდო მეგობარმა თქვა, რომ რემის არ იცნობდა. თუმცა ამ დროისთვის ლუსიდი უკვე ლიფტში იყო.
უსაფრთხოების ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ავიდა ლუსიდი 49-ე სართულზე ლიფტით, შემდეგ კი კიბეებით - შენობის სახურავზე. პოლიციის თქმით, მამაკაცი ბოლოს ცოცხალი 19:38 საათზე ნახეს, როცა მან კომპლექსის პენტჰაუსის ფანჯარაზე დააკაკუნა. ამან მოახლეს უბიძგა, პოლიცია გამოეძახებინა. უცნობი წყაროს თქმით, პენტჰაუსის გარეთ დარჩენილი მცოცავი ადამიანი შენობაში შეღწევას ცდილობდა და უბედური შემთხვევის წინ, დახმარების სათხოვნელად, ფანჯარას ურტყამდა ხელს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები