თავდაცვის მინისტრის ვაჟი ცნობილ სპორტსმენზე დაინიშნა - ვინ არის დათუჩა ბურჭულაძის რჩეული? - კვირის პალიტრა

თავდაცვის მინისტრის ვაჟი ცნობილ სპორტსმენზე დაინიშნა - ვინ არის დათუჩა ბურჭულაძის რჩეული?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ვაჟი და­ი­ნიშ­ნა. გრან­დი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნო­ბა მე­გობ­რე­ბის წრე­ში შედ­გა. და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა­ძის რჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ზო­ზია ქარ­და­ვაა. წყვილ­მა ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წა­ლენ­ჯი­ხა სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთ ვარ­სკვლავს უზ­რდის - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი მე­დია ზო­ზია ქარ­და­ვას სპორ­ტულ მიღ­წე­ვებს და იმედს გა­მოთ­ქვამს რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა­ვით ასა­ხე­ლებს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს. ზო­ზი­ას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას აქვს გა­მო­წე­რი­ლი, რო­გორც ჩანს ფეხ­ბურ­თე­ლი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლის წარ­მა­ტე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი რვა შვი­ლის მა­მაა. პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პი­ა­ნის­ტია. წყვილ­მა ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნა და პო­ლი­ტი­კა­ში მო­სუ­ლი ბურ­ჭუ­ლა­ძე უკვე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა გახ­ლდათ. იხილეთ სრულად