"დედა-შვილი, ბევრი წლის შემდეგ, პირველად დაიძინებს საწოლზე" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, "ფეისბუქზე" სასიამოვნო სიახლის შესახებ წერს:
"საღამოს, ბედნიერი ამბები ამაღამ, დედა-შვილი, ბევრი წლის შემდეგ, პირველად დაიძინებენ საწოლზე ამ წამიდან იცხოვრებენ ნამდვილ სახლში და ჩვენგან სულ ექნებათ ყველაფერი, რაც ადამიანური ცხოვრებისთვის დასჭირდებათ. ჯერ არ სჯერათ და ვერც ხვდებიან რა მოხდა. სათითაოდ ყველას უზარმაზარი მადლობა ამისთვის, რასაც ფოტოზე ხედავთ. აი, ამ შეგრძნებას, მართლა არასოდეს არაფერში არ გავცვლი"- წერს ისნჯიკაშვილი.