"ვიცოდი, რომ დღევანდელი დღე ძალიან რთული იქნებოდა, ასეც არის..." - სალომე არშბა "იმედს" ტოვებს: რას წერს ტელეწამყვანი? - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, რომ დღევანდელი დღე ძალიან რთული იქნებოდა, ასეც არის..." - სალომე არშბა "იმედს" ტოვებს: რას წერს ტელეწამყვანი?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" კი­დევ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­ლო­მე არ­შბა ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ არ­შბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"დღეს "დი­ლის შოუს" ბოლო გა­და­ცე­მა გა­ვი­და ეთერ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "იმე­დი­დან" წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ვი­ღე და ყვე­ლა საქ­მის კურ­სში იყო, ვი­ცო­დი, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ასეც არის. მი­ჭირს, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ხვდე­ბი რომ ცვლი­ლე­ბის დროა, თან რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის.

მად­ლო­ბა "იმედს" ამ წლე­ბის­თვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, მად­ლო­ბა იმ იმე­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც სულ გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და ახ­ლაც ასე გრძელ­დე­ბა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა მა­ყუ­რე­ბელს, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და და მარ­თლა უდი­დეს­ზე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩემს გუნდს, სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და სა­უ­კე­თე­სო­ებს.

ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცით, რა ხდე­ბო­და კადრს მიღ­მა და კუ­ლი­სებ­ში და We did it! ეს ეტა­პიც დას­რულ­და, იმე­დია ცხოვ­რე­ბა უკე­თეს თავ­გა­და­სავ­ლებს შე­მომ­თა­ვა­ზებს, ახლა კი ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან და შა­ბათ-კვი­რა ძი­ლის დღე­ე­ბად გა­მო­მი­ცხა­დე­ბია" - წერს არ­შბა.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "იმე­დი" ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე­მაც და­ტო­ვა.