"მირჩევდნენ, აბორტი გამეკეთებინა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული... თან ბავ­შვს ვაჭ­მევ­დი, თან ეთერ­ში გავ­დი­ო­დი, მას კი სკამ­ზე ეძი­ნა" - კვირის პალიტრა

"მირჩევდნენ, აბორტი გამეკეთებინა, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული... თან ბავ­შვს ვაჭ­მევ­დი, თან ეთერ­ში გავ­დი­ო­დი, მას კი სკამ­ზე ეძი­ნა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის რუბ­რი­კა­ში „რო­გორ გა­დავ­რჩი“, ამ­ბობს, რომ იმის გამო, რომ ქმარს იყო გა­შო­რე­ბუ­ლი, ორ­სუ­ლო­ბის ორ თვე­ზე აბორ­ტის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­დნენ. თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს და მუ­სი­კოს გუ­ფის სა­ერ­თო შვი­ლი, სან­დრო ჰყავთ. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­დან თა­მუ­ნას სან­დრო მი­კუ­ჩა­ძეს­თან ორი შვი­ლი ჰყავს. სამი შვი­ლის დე­დამ მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც ერთი შვი­ლით სრუ­ლი­ად მარ­ტო დარ­ჩა.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- მირ­ჩევ­დნენ, რომ აბორ­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ქმარს ვი­ყა­ვი გა­შო­რე­ბუ­ლი. ისე უცებ მოგ­ვარ­დე­ბა ეს პრობ­ლე­მა, რომ არა­ვინ გა­ი­გებს, შენ ორ­სუ­ლად ხარ და ზედ­მე­ტი ტვირ­თი აღარ გექ­ნე­ბა სა­ტა­რე­ბე­ლიო. აქე­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მე­უღ­ლეს შე­ვუ­რიგ­დი, მაგ­რამ ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. არ მინ­და ჩემი თავი ვაქო, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ბი­ჯია, მე იმ ხალ­ხის არ მეს­მის, ვინც ამ ნა­ბიჯს დგამს, ვგუ­ლის­ხმობ ბავ­შვის მო­შო­რე­ბას, თუმ­ცა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნო მე­უღ­ლის გა­რე­შე, ეს დიდი გმი­რო­ბა არ არის.

კი, რთუ­ლი იყო, ბევ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი მქონ­და ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით, აღარ ვმუ­შა­ობ­დი. რა­დი­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ახა­ლი ორ­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი და მეშ­ვი­დე თვე­ში ვი­ყა­ვი, გა­მო­მიშ­ვეს, რომ დეკ­რე­ტის თან­ხა არ გა­და­ე­ხა­დათ. ამა­ზე მა­შინ ხმა­მაღ­ლა არ მი­სა­უბ­რია, არც ახლა და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ უკან და­მაბ­რუ­ნეს და ხელ­ფა­სი მქონ­და 150 ლარი. მძღო­ლი გვა­კი­თხავ­და სახ­ლში და იმას მივ­ყავ­დით სამ­სა­ხურ­ში და იქი­დან ფე­ხით ვბრუნ­დე­ბო­დი, რომ გზის ფული და­მე­ზო­გა. ჩემი შვი­ლი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ერთი წელი გა­ა­ტა­რა რა­დი­ო­ში.

თან ვაჭ­მევ­დი ბავ­შვს და თან ეთერ­ში გავ­დი­ო­დი. ბავ­შვს სკამ­ზე ეძი­ნა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო ლინკზე