"ეს ყველაფერი დამცინავად გამოიყურება" - ადგილობრივი დეპუტატების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი დამცინავად გამოიყურება" - ადგილობრივი დეპუტატების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა

ვლა­დი­კავ­კაზ­ში ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი­სა და მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა. ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა სოს­ლან დი­და­როვ­მა გა­ნა­ცხა­და. კონ­ცერ­ტე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­ში, რეს­ტო­რან „თორ­ნე­ში“, 16 და 25 აგ­ვის­ტოს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

მა­ნამ­დე, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის შე­სა­ხებ სი­ახ­ლეს ნე­გა­ტი­უ­რად აღიქ­ვამ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტია „ერ­თი­ან­მა ოსეთ­მა“ გა­ა­კე­თა.

"ეს კონ­ცერ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მკრე­ხე­ლუ­რად და დამ­ცი­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის ტრა­გე­დი­ის 15 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით. 2008 წლის ომმა ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ი­კარ­გა და მრა­ვა­ლი ბავ­შვი ობ­ლად დარ­ჩა. აგ­ვის­ტო სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა შავ თა­რი­ღად ოსე­თის ის­ტო­რი­ა­ში“, - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში. გააგრძელეთ კითხვა