"ჩი­ნეთ­მა მო­ძებ­ნა მო­მენ­ტი, გავ­ლე­ნე­ბით შე­მო­ვი­დეს მაშინ, როცა ჩვენს რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი მცირ­დე­ბა" - რა წერია "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" მე­მო­რან­დუ­მში, რომელიც ექსპერტებს აშფოთებს - კვირის პალიტრა

"ჩი­ნეთ­მა მო­ძებ­ნა მო­მენ­ტი, გავ­ლე­ნე­ბით შე­მო­ვი­დეს მაშინ, როცა ჩვენს რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი მცირ­დე­ბა" - რა წერია "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" მე­მო­რან­დუ­მში, რომელიც ექსპერტებს აშფოთებს

ჩი­ნეთ­ში პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის დროს, სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნეთს შო­რის "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის მომ­ცვე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი აქ­ტი­უ­რად შე­მო­დის.

რა ში­ნა­არსს ატა­რებს დო­კუ­მენ­ტი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ნა­ბი­ჯე­ბი სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე და რა შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს, მათ შო­რის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბის კუ­თხით, ჯერ უც­ნო­ბია.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, "ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ორ­მხრი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო და ორ­მხრი­ვად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, თუმ­ცა სა­კი­თხის ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ჩნდე­ბა. ერ­თნი ამ მოვ­ლე­ნას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ და თვლი­ან, რომ "ჩი­ნე­თის გლო­ბა­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა" კომ­ფორ­ტუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

მე­ო­რე ნა­წი­ლი იმ რის­კებ­ზე სა­უბ­რობს, რაც ჩი­ნეთ­თან პარტნი­ო­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს და ამ ნა­ბი­ჯში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნე­გა­ტივ­სა და საფრ­თხეს მეტს ხე­დავს, ვიდ­რე - პო­ზი­ტივს.

თე­მის ირ­გვლივ AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონ­დის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორს კახა გო­გო­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ამ დო­კუ­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე ისე­თი მო­მენ­ტია, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­თვის სა­რის­კო­ცაა. ჩი­ნე­თი, რა თქმა უნდა, ცდი­ლობს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ა­ტა­როს. მაგ. პრე­ამ­ბუ­ლა­ში ნათ­ქვა­მია, რომ „სა­ქარ­თვე­ლო მკაც­რად უჭერს მხარს ერ­თი­ა­ნი ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას“. გა­სა­გე­ბია, რომ ერ­თი­ან ჩი­ნეთს ცნო­ბენ ამე­რი­კაც და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბიც, მაგ­რამ ეს - "მკაც­რად ცნობს ერ­თი­ა­ნი ჩი­ნე­თის კონ­ცეფ­ცი­ას“, იმას ნიშ­ნავს, რომ მაგ. ჩი­ნეთ­მა ტა­ი­ვა­ნის აღ­სად­გე­ნად ძა­ლაც თუ გა­მო­ი­ყე­ნა, ამას ეთან­ხმე­ბი­ან, რო­გორც სწო­რი პო­ლი­ტი­კა, ხომ? ან ჩი­ნე­თის მხრი­დან რა­ტომ არაა პრო­პორ­ცი­უ­ლად ნახ­სე­ნე­ბი, რომ ჩი­ნე­თი ცნობს სრუ­ლად ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და მის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას? იქ უბ­რა­ლოდ ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი ზო­გა­დად ცნო­ბენ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპს. თუ ასე პარ­ტი­კუ­ლა­რის­ტუ­ლად არის ნათ­ქვა­მი ჩი­ნეთ­ზე და ტა­ი­ვა­ნი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მა­შინ რა­ტომ არ არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, რო­გორც დარ­ღვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და მისი აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვა? აქ ჩანს, რომ ჩვე­ნი და ჩი­ნე­თის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ კუ­თხით პრო­პორ­ცი­უ­ლი არაა, ჩი­ნე­თის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­სი კი „მკაც­რი“ და კონ­კრე­ტუ­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებს რაც შე­ე­ხე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან აღე­ბუ­ლი გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან ვა­ტა­რებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს და ვცდი­ლობთ, რომ გა­ვი­ზი­ა­როთ ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მე­ბი. აქ კი­დევ გა­მო­დის, რომ ცალ­კე ჩი­ნეთს ვპირ­დე­ბით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ზე გვექ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს ჰგავს ბა­ლან­სი­რე­ბის პო­ლი­ტი­კას, რაც პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მელ­საც არ­ჩე­უ­ლი აქვს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა, ლი­ბე­რა­ლურ და არა­ლი­ბე­რა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის ბა­ლან­სი­რე­ბა ძალ­ზე სა­რის­კოა. ამათ ჰგო­ნი­ათ, რომ თით­ქოს ეს არის გა­დარ­ჩე­ნის სტრა­ტე­გია, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არის სტრა­ტე­გია, რო­მელ­საც, რა­ღაც რომ მოხ­დეს, არა­ვინ და­ი­ცავს. ჩვენს რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი მცირ­დე­ბა და ამ დროს ჩი­ნეთ­მა მო­ძებ­ნა მო­მენ­ტი, რათა თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბით შე­მო­ვი­დეს.

ჩვენ რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა იმი­ტომ გვა­წყობ­და, რომ უფრო გაზ­რდი­ლი­ყო და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნა, რო­მელ­საც მო­აქვს გან­ვი­თა­რე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, მშვი­დო­ბა, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ნატო, ჩვე­ნი მეტი გა­ფარ­თო­ე­ბა და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ჩი­ნეთს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ წინ აღუდ­გეს იმა­ვე ევ­რო­კავ­ში­რის და ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბას. სწო­რედ ეს შე­დის ჩი­ნე­თის სტრა­ტე­გი­ა­ში, რომ და­ას­წროს რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში, ეს კი არა, შეჭ­რი­ლია ბალ­კა­ნეთ­ში და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ზე ცდი­ლობს გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას. დღეს ჩი­ნე­თის პო­ლი­ტი­კის მიდ­გო­მაა, არა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ზრუნ­ვა, არა­მედ ელი­ტე­ბის მოს­ყიდ­ვა და მათ­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, კონ­კრე­ტულ მმარ­თველ ძა­ლა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეს იგ­რძნო­ბა, ეს ქარ­ტი­აც იმის­თვი­საა, რომ ჩი­ნე­თი ეჯიბ­რე­ბა ევ­რო­კავ­შირს ელი­ტებ­ზე გავ­ლე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამ დროს, ევ­რო­კავ­ში­რის გავ­ლე­ნა არა ელი­ტებ­ზე, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ზე და ხალ­ხზე ხდე­ბა.

ამე­რი­კა პარტნი­ო­რო­ბა­ში დებს ისეთ ში­ნა­არსს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნა­ვი­თა­როს დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­მო­რან­დუმ­ში ნახ­სე­ნე­ბია დე­მოკ­რა­ტია, ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა, ჩი­ნე­თი ისე­თი აქ­ტო­რია, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ში 1 მი­ლი­ო­ნი მუ­სულ­მა­ნი ჰყავს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი. გნე­ბავთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში - ჩი­ნეთს მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით სხვა ქვეყ­ნებს ეკუთ­ვნით და ყვე­ლა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას, ია­პო­ნია იქ­ნე­ბა, ფი­ლი­პი­ნე­ბი, ვი­ეტ­ნა­მი, ტა­ი­ვა­ნი - თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლას ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში ბა­ტო­ნო­ბა­ზე ედა­ვე­ბა, პა­ტარ პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბას ლა­მობს და უნდა, თა­ვი­სი ჰე­გე­მო­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. გააგრძელეთ კითხვა