"ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკრუიზო ლაინერის „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით ბათუმში ჩატარებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა:
"მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!
რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა!
მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე.