28 წლის ნათია ბახტაძე, რომელსაც დროებით ოკუპირებულ გალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

28 წლის ნათია ბახტაძე, რომელსაც დროებით ოკუპირებულ გალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძე, რო­მელ­საც დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

ახალ­გაზ­რდა ქალი 28 ივ­ლისს, 5 სა­ა­თის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

გოგონას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლუ­ლია. ის ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს, ტყე­ში იპო­ვეს. თუმცა, ოჯახი არ ადასტურებს, რომ ტყეში ნაპოვნი ცხედარი ნათია ბახტაძეს ეკუთვნის. ამასვე ავრცელებს მედიაც - იხილეთ უახლესი ინფორმაცია - "ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები

ასევე გავრცელდა ნათიას დედის პოსტი - "ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას ამბობს გაუჩინარებული გოგონას დედა