"მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა, მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას" - ნანა ლორთქიფანიძე ფერაძეების ოჯახზე - კვირის პალიტრა

"მარიკუნა უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა, მამამ მოუკლა დედა და როგორი ტრაგიკული ფინალი აქვს მის ცხოვრებას" - ნანა ლორთქიფანიძე ფერაძეების ოჯახზე

ორი კვი­რის წინ, მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძი­სა და ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის სა­ერ­თო შვი­ლი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნას რთუ­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, წლე­ბის მან­ძილ­ზე სჯე­რო­და, რომ მა­მამ დედა მოკ­ლა... მამა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ნახა, მისი დაკ­რძალ­ვის დღეს. მსა­ხი­ობ ფე­რა­ძის ტრა­გე­დი­ი­დან მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ერთ ღა­მე­ში ტრა­გე­დი­ად იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე ახ­სოვს.

რა მოხ­და იმ ღა­მეს სი­მარ­თლე დღემ­დე არა­ვინ იცის, ორი­ვე მხა­რეს, გია ფე­რა­ძი­სა და ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის, თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს. მსა­ხი­ო­ბი ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ირი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, რომ ირი­ნა მისი დის კლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი იყო...

"ირი­ნე ჩემი დის, ნი­ნოს კლა­სე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 40 წელი გა­ვი­და, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი დღემ­დე მი­ჭირს. ეს ჩვენ­თვის მე­ხის გა­ვარ­დნა იყო. ირი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ჩვენ­თვის ისე­თი და­მან­გრე­ვე­ლი იყო, მთელს სა­მე­გობ­როს ფსი­ქი­კა დაგ­ვერ­ღვა და ეს ტრავ­მა ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­ვყვა.

ამ დრომ­დე, ყო­ველ ირი­ნო­ბა დღეს, ყო­ველ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე – 8 ნო­ემ­ბერს და ყო­ველ 19 მარტს – გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მის საფ­ლავ­ზე გავ­დი­ვართ.

ირი­ნე, ჩვე­ნი, ყვე­ლას გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი იყო – მხი­ა­რუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, ენერ­გი­უ­ლი, რა­ღაც­ნა­ი­რი და­უდ­გრო­მე­ლი… მა­რი­კუ­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ეს იარა გან­გვი­ახ­ლა".

ლორ­თქი­ფა­ნი­ძის თქმით, ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხით, სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს არ არ­სე­ბობ­და ია­რა­ღის გა­ვარ­დნის არა­ნა­ი­რი პრაქ­ტი­კუ­ლი შან­სი, რომ­ლი­თაც ფე­რა­ძემ მე­უღ­ლე მოკ­ლა.

"მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­ა­ვად­და ირი­ნეს დე­დაც, მა­მაც და მა­რი­კუ­ნას თავს დამ­ტყდა­რი ტრა­გე­დი­აც, მე თუ მკი­თხავთ, იმ და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გია. ეს ბავ­შვი ისეთ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და, სა­დაც სულ გლო­ვა იყო... მა­რი­კუ­ნა უბე­დურ ვარ­სკვლავ­ზე და­ი­ბა­და – მა­მამ მო­უკ­ლა დედა და რო­გო­რი ტრა­გი­კუ­ლი ფი­ნა­ლი აქვს მის ცხოვ­რე­ბას" - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ambebi.ge