"3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... არასოდეს დამავიწყდება სკოლაში რომ მივედი და..." - რას ჰყვება ცნობილი ტელეწამყვანი - კვირის პალიტრა

"3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... არასოდეს დამავიწყდება სკოლაში რომ მივედი და..." - რას ჰყვება ცნობილი ტელეწამყვანი

3 წლის იყო მამა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა. ამ­ბობს, რომ ამ დღის შემ­დეგ მათ ოთახ­ში დიდი ხნით ჩაქ­რა ფე­რა­დი ნა­თუ­რე­ბი. მარი მა­ლა­ზო­ნია ერთ-ერ­თია ყვე­ლა­ზე აკა­დე­მი­ურ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს შო­რის, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე. "'და­ვით გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნელ სიმ­სუ­ბუ­ქე­ში" ექიმ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ბავ­შვო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­გო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა, იმა­ზე, თუ რის შემ­დეგ შე­უყ­ვარ­და ფე­რე­ბი ამ სამ­ყა­რო­ში.

მარი მა­ლა­ზო­ნია:

- მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი სრულ­ყო­ფი­ლად სამ­ყა­როს ფე­რადს აღიქ­ვამს, მაგ­რამ მე უფრო მე­ტად მაქვს ეს გრძნო­ბა გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი. ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბო­და, 3 წლის ვი­ყა­ვი, ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, ამის მი­ზე­ზი გვქონ­და და­მა­ტე­ბით, 6 თვის იყო ჩემი ძმა, რო­მე­ლიც იმ წელს და­ი­ბა­და.

სწო­რედ ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მამა. ახა­ლი წელი, ფე­რა­დი, ციმ­ცი­მა, ყვი­თე­ლი ნა­თუ­რე­ბით უცებ ჩაქ­რა. ჩაქ­რა ძა­ლი­ან დიდი ხნით. არც კი მახ­სოვს, რამ­დე­ნი წელი ეც­ვათ ოჯახ­ში შა­ვე­ბი ქა­ლებს. დედა ძა­ლი­ან ახალ­გარზდა იყო. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი, 53-ე სკო­ლის ეზო­ში დე­და­ჩე­მი იყო ერ­თა­დერ­თი დედა, რო­მელ­საც თა­ვი­დან-ფე­ხე­ბამ­დე ეცვა შა­ვე­ბი.

ამი­ტომ მგო­ნია, რომ ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ფე­რის იყო ყო­ველ­თვის ჩემი ნა­წი­ლი, ეს იყო ნა­ხა­ტებ­შიც, შე­სამ­ჩნე­ვად სა­მოს­შიც, გა­რე­მო­შიც, რო­მე­ლიც ჩემს ირ­გვლივ არის.

გა­დამ­წყვე­ტი ჩემი და ჩემი ძმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დე­დას მა­გა­ლი­თი იყო. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი სირ­თუ­ლი­სა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ა­რა, არა­სო­დეს გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ რა­ღაც ნივ­თებ­ზე, საგ­ნებ­ზე, ერთხელ დე­დამ მი­თხრა, იცი, რა არის სიმ­დიდ­რე - წარ­მო­იდ­გი­ნე, რაც არის შენ­ში შიგ­ნით, ყვე­ლა­ფე­რი რომ გაქ­რეს გარ­შე­მო, შენ­ში ატა­რებ ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს, მათ მი­მართ და­მო­კი­დე­უ­ლე­ბას, შენს გან­ცდებს, ეს არის შენი სიმ­დიდ­რეო.

ეს იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­უ­ხე­და­ვად უკი­დუ­რე­სად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­სი, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შემ­ცვლია. იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ვას­წავ­ლე ჩემ შვი­ლებს.

ambebi.ge