"რუსეთმა ახალი მსხვილი დანაყოფების შექმნა დაიწყო, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის გარეშე, მას თუნდაც ერთი არმიის ფორმირება გაუჭირდება"
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ჯარის ზურგის გამაგრების მიზნით, რუსეთმა ახალი მსხვილი დანაყოფების შექმნა დაიწყო, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის გარეშე, მას თუნდაც ერთი არმიის ფორმირება გაუჭირდება.
უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე არსებული ფორმირებების შევსებისთვის რუსეთი, ძირითადად, მობილიზებულ რეზერვისტებს იყენებდა.
„ომის დაწყების შემდეგ ისეთი მსხვილი ფორმირებები, როგორიც არის საერთო-საჯარისო არმია, რუსეთს არ შეუქმნია. გამონაკლისი 2022 წლის ზაფხულში შექმნილი მე-3 საარმიო კორპუსია, რომელმაც ცუდი შედეგები აჩვენა. ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, რუსეთმა ახალი მსხვილი შენაერთების შექმნა დაიწყო, მაგალითად 25-ე საერთო-საჯარისო არმია“, - ნათქვამია განცხადებაში.