"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - საქმეზე ერთი პირი დააკავეს: ახალი დეტალები

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამი­ტო­მაც გო­გო­ნას შე­სა­ხებ რა­ი­მე ცნო­ბე­ბი ჯე­რაც არ ვრცელ­დე­ბა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბე­ბი, იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ოკუ­პი­რე­ბულ ილო­რის ტყე­ში, ნა­თია ბახტაძის ცხე­და­რი იპო­ვეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ტყე­ში ცხე­და­რი ნამ­დვი­ლად ნა­პოვ­ნია, მაგ­რამ ის ბახ­ტა­ძეს არ ეკუთ­ვნის. ამას ადას­ტუ­რებს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დედა, ია­მზე აგუ­მა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, დე­პუ­ტა­ტებს და ხალ­ხს სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას...

ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი უკვე გა­დაგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მოხ­და და ვის ეკუთ­ვნის... ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბა ჩარ­თუ­ლია ძი­ე­ბის საქ­მე­ში და იმე­დია, მალე გა­ირ­კვე­ვა, თუ რა მოხ­და, მით უფრო, მას შემ­დეგ, რაც ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნა­თია ცო­ცხა­ლია, ხოლო პირი, რო­მელ­მაც ის გა­ი­ტა­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლია... თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ უწყე­ბას აღ­ნიშ­ნულ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. გააგრძელეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ - "ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას ამბობს გაუჩინარებული გოგონას დედა