"ისეთმა ხალხმა ჩაგვირიცხა თანხა, ვისთანაც სოსოს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის დროს... ეს რომ ვნახეთ, ორივე ვტიროდით"
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, რამდენიმე კვირაა თურქეთში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. Ambebi.ge ბატონ სოსოს მეუღლეს, ირმა ჯაჭვლიანს თურქეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. როგორია ბატონო სოსოს ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორ დაეხმარა საზოგადოება, მეგობრები და ოპონენტებიც კი ფინანსურად, მსახიობის მეუღლეს ძალიან გაუჭირდა ამ მძიმე თემებზე ემოციის გარეშე ესაუბრა...
- ქალბატონო ირმა, როგორია ახლა ბატონი სოსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი?
- მკურნალობის პროცესში ვართ. რა დაავადებასაც ებრძვის სოსო კი იცის საზოგადოებამ, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, უკეთესობის იმედი გვაქვს.
- თურქეთში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ, გარკვეული პერიოდი თბილისში, სახლში იყო ბატონო სოსო...
- ბევრი კარგი კლინიკაა, ავსტრიაშიც, გერმანიაშიც, მაგრამ ეს ყველაფერი იაფი არ ჯდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ დაავადებას ვერძვით და ყველაფერი ხარჯებია, ავადმყოფს ბევრი რამე სჭირდება. ოჯახს აღარ გვქონდა რესურსი, რომ საზღვარგარეთ გაგვეყვანა.
- ახლა ვინ გეხმარებათ ფინანსურად?
- სოსო გვერდში დაუდგნენ მეგობრები, ძალიან მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. ასეთ დროს დაბნეული ხარ, ვის მიმართო არ იცი. ვერც მიმართავ ვერავის, ყველას თავისი პრობლემა და ოჯახი აქვს, ასეთი იოლი არ არის ვინმეს დახმარება სთხოვო. მე სოსოს მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. ბოლო დროს ტიკ ტოკზე გავრცელდა პატარა ვიდეო, დავით გიორგობიანია ის პიროვნება, რომელმაც ჩაწერა ვიდეო და სოსოს ანგარიშის ნომერი მიუთითა, ხალხს სთხოვა, თითო ლარით დაეხმარეთო. ორი დღე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მეტირებოდა, ერთ ლარსაც კი როგორი დატვირთვა აქვს საქართველოში ხომ ხვდებით, არ იშოვება ასე იოლად ფული. არ არის მარტივი, რომ ვიღაცამ ფული გადმოგირიცხოს. იმხელა დახმარება აღმოგვიჩინა ხალხმა, შეიძლება ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ მარტო ამაზე ხომ არ არის, მორალური მხარში დგომა უფრო ფასეული აღმოჩნდა ჩვენთვის. არ ვიცი, საიდან არ გვირეკავენ, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ძალიან დიდ სიყვარულს იჩენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანი. ყველას მადლობა, სამეგობროზე უკვე სიტყვები აღარ მყოფნის. არ მინდა ჩამონათვალი გავაკეთო, შეიძლება ვიღაც გამომრჩეს და არ იქნება ეს სწორი.
- ბატონ სოსოს არაერთი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და სახემწიფო რამდენად გიდგათ მხარში? გააგრძელეთ კითხვა