"ამაზე დიდი სიხარული არაფერი ყოფილა თურმე... ამას რომ დედაჩემი, მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ბებია მოსწრებოდა" - რას წერს ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი აბიტურიენტ ძმისშვილზე?
"მთავარი არხის“ ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნინო სამყურაშვილი წერს, რომ მისმა ძმისშვილმა, თიკა სამყურაშვილმა, ინგლისურის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო:
"ჩემმა ძმისშვილმა თიკამ ინგლისურში (ეროვნულ გამოცდაზე) 70-დან მაქსიმუმი ანუ 70 ქულა აიღო ამაზე დიდი სიხარული არაფერი ყოფილა თურმე თან მეტირება დილიდან ამას რომ დედაჩემი, მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ბებია მოსწრებოდა, ბებიამ, რომელმაც ინგლისურის ანა-ბანა ასწავლა, თან ძალიან პატარას და თან ისეთ სიბეჯითეს ითხოვდა ერთი ციცქნა გოგოსგან, რომ სულ შენიშვნას ვაძლევდი - პატარაა და ამდენს ნუ ითხოვ თიკასგან-თქო. სადაც ხარ დე, ჩვენო თინა მასწავლებელო, იცოდე რომ შენ გეძღვნება შენი მოსახელე თიკას ეს წარმატება
პ.ს. ქართულშიც მაღალი შეფასება მიიღო 60-დან 58 ქულა, მაგრამ ინგლისურის შედეგს ოჯახი განსაკუთრებულად ველოდებოდით წარმატება თიკას და ყველა აბიტურიენტს", - წერს ჟურნალისტი.